“ბუდე” – ასე უწოდეს ხალხურ არქიტექტურაზე დაფუძნებით შექმნილი პროექტს ნამიბიაში, რომლის ასაშენებლადაც ადგილობრივი მასალებია გამოყენებული. ამ პროექტის სრულყოფის პროცესი რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და, საბოლოოდ, არქიტექტურულმა სტუდია Porky Hefer Design-მა შეძლო, მრავალი ცვლილებისა და გადააზრების ფონზე, შეექმნა სახლი, რომელიც მართლაც ჰგავს ბუდეს.
“პროექტის დიზაინის შექმნა დაიწყო დეტალების მარტივი ესკიზებით, მაგრამ გაიზარდა და გადაიზარდა სამსართულიან, 4 საძინებლის/სველი წერტილის სტრუქტურაში, რომელიც დღეს დგას. ჩვენ არ გავაკეთეთ 3D ნახატები კომპიუტერზე, ყველაფერი გაკეთდა ხელით. ძალიან ბევრი ვიშრომეთ საიმისოდ, რომ შენობა ლანდშაფტს შერწყმულიყო. მხედველობაში მივიღეთმიმდებარე მთების ფორმები, მასალების ტექსტურა, კლდის ფენები და ლოკაციის ფერები. სწორედ ამან უზრუნველყო შენობის მორგება ადგილზე,” – ამბობენ სტუდიაში.
სტრუქტურის უმეტესი ნაწილი შედგება ხელით მოხრილი ფოლადის ჩონჩხისგან, რომელიც დაფარულია ლერწმით. გამოყენებული ქვა არის ადგილობრივი გრანიტი. აგურები არის ხელნაკეთი ადგილობრივი ქვებითა და მდინარის ქვიშით. ხის მასალად გამოყენებულია ადგილობრივად მოპოვებული კიაატი და როდოსული ტიკი.
შიდა და გარე კედლებს შორის არის სიცარიელე და ის იზრდება და მცირდება იმის მიხედვით, თუ რა დონის იზოლაციაა საჭირო სხვადასხვა მონაკვეთზე. საცხოვრებელი ფართი ძალიან დიდია და ხელს უწყობს სიგრილის შენარჩუნებას ძალიან ცხელ დღეებში, ზამთარში პატარა საძინებლები ინარჩუნებენ დღის სითბოს. როგორც გარე, ასევე შიდა კედელი დამზადებულია ჩალისგან, ასე რომ შენობაში მყოფი ერთგვარად სრულად იძირება მასში.
არქიტექტურული სტუდია: Porky Hefer Design
ფოტოგრაფი: Katinka Bester