in

Pepper Tree Passive House – ბუნებასთან ჰარმონიულად შერწყმული სახლი ავსტრალიაში

Alliance Group
Alliance Group

Pepper Tree Passive House არის ახალგაზრდა ოჯახის თავშესაფარი, რომელიც ავსტრალიის ილავარას რეგიონში მდებარეობს. სახლი, რომელიც 60 წლის ხის ტოტებშია ჩამალული ციცაბო ადგილზეა აღმართული. პასიური სახლის (სახლი, რომელიც ენერგიის მინიმალურ რაოდენობას მოიხმარს და სადაც ზამთარში სითბოს, ხოლო ზაფხულში სიგრილის შენარჩუნება ტრადიციული გათბობა/გაგრილების სისტემების გარეშეც არის შესაძლებელი) სტანდარტების მიხედვით აშენებული საცხოვრებელი გარემოსდაცვითი მიდგომის ნამდვილი განსახიერებაა. სახლი ბუნებრივი მასალების პალიტრას და მაღალი ხარისხის დიზაინს აერთიანებს.

საცხოვრებელი უზრუნველყოფს ძალიან საჭირო ცალკეულ საოფისე ფართს კლიენტების მზარდი კომპანიისთვის, ასევე ადგილს სტუმრების განთავსებისა და მათი ამ სახლში ხანმოკლე ცხოვრებისთვის. საცხოვრებელში ჩატარებული სამუშაოები აუმჯობესებს თერმულ კომფორტს და მთელ ტერიტორიაზე ახალ გასართობ სივრცეებს ქმნის. ხის მასალების გამოყენება, სახურავის ბაღში გაშენებული ენდემური სახეობები და სახლში ცოცხალი ხის ინტეგრაცია გარემოსთან ჰარმონიულ კავშირს აძლიერებს.

ტერასა ქმნის გასართობ სივრცეებს და, ამავდროულად, წარმოადგენს ქუჩისგან როგორც ვიზუალურ, ასევე, ხმაურისგან დამცავ წინაღობას. პროექტი სახლს მატებს ძალიან საჭირო გამოსაყენებელ ფართს გარეუბნების ტერიტორიაზე ყოველგვარი გადაჭარბებებისა ან ბუნებასთან დამყარებული ჰარმონიული კავშირის დარღვევის გარეშე.

ნარჩენი მასალების გამოყენების საშუალებით ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა და, იმავდროულად, ხარისხიც შენარჩუნდა. პასიური სახლის სტანდარტი და 12 კვტ ფოტოელექტრული (მზის რადიაციის ელექტროენერგიად გადაქცევის მეთოდი) პანელის სისტემა ნიშნავს, რომ პროექტის მთლიანი ქსელის მიერ ენერგიის მოხმარება 86%-ით არის შემცირებული. ეს პროექტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად ჰარმონიულად შეიძლება იყოს შერწყმული საცხოვრებელი სახლი გარემომცველ ბუნებასთან.

როგორ მოვაშოროთ უსიამოვნო სუნი ბინიდან პროფესიონალების ჩარევის გარეშე

სახლები გარე აუზით – რამდენიმე რჩეული პროექტი საქართველოდან