in

მწვანეში ჩაფლული ბრაზილიური რეზიდენცია

Alliance Group
Alliance Group

ბრაზილიაში, იტაუნაში მდებარე ეს თვალწარმტაცი სახლი, რომელსაც „The RN residence“ ეწოდება დაპროექტებულია დიდი ოჯახისთვის – ცოლ-ქმრის, მათი შვილებისა და შვილიშვილებისთვის. სახლის 1250 კვადრატული მეტრის სივრცე საკმარისია, რათა ოჯახმა აქ უქმე დღეები და არდადეგები ერთად გაატაროს – ამ მიზეზით არქიტექტორებმა ისეთი პროექტი შექმნეს, რომლის მიხედვითაც შენობა სრულიად ეწყმის ბუნებას.

„The RN residence“ დაგუბებული მდინარის პირას მდებარეობს, რაც ტერიტორიის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, ამიტომ ეს ადგილი საზაფხულო სახლების ასაშენებლად იდეალურია.  რეზიდენციის გეგმის შედგენისას არქიტექტორები შეეცადნენ, რომ სახლი წყალთან რაც შეიძლება ახლოს აეგოთ.

არიტექტორებმა გადაწყვიტეს, რომ სახლი ამავე ტერიტორიაზე მდებარე Vinháticoს სახეობის მასიური ხის გარშემო აეშენებინათ, რაც მას კიდევ უფრო გამორჩეულსა და ბუნებასთან შერწყმულს გახდიდა. პროექტი მთლიანად ხის გარშემო დაიგეგმა.

 

ასიმეტრიული პირველი სართულიდან დიდი ეზოს ხედი იშლება, ისევე, როგორც ზედა სართულზე განლაგებული აივნებიდან და საძინებელი ოთახებიდან. სახლი სივრცული და თავისუფალია, რაც კიდევ უფრო გამოკვეთს იმ შეუდარებელ გარემოს, რომელშიც ის მდებარეობს.

არქიტექტორების კიდევ ერთი გენიალური გადაწყვეტილება, რომელიც სახლს ეზოსთან ბუნებრივად აკავშირებს, იყო ხის ძირში კონსტრუქციის დამონტაჟება. ეს ხისგან დამზადებული დეტალი ლანდშაფტის არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელია, რაც სახლს ბუნების წიაღთან ჰარმონიულად ახამებს. კონსტრუქციის ცენტრში გუბურაა, რომლის ირგვლივ ხის ჩრდილში მფლობელებს სასიამოვნო შუადღეებისა თუ საღამოების გატარება შეუძლიათ.

რეზიდენციის ფასადი და ინტერიერი ბრაზილიური ფერმის ტიპური მასალებითაა გაწყობილი. ქვის კედლებსა ეზოს იატაკზე გამოყენებულია გრანიტი. სახლის ჭერი და საძნებელი ოთახების ღრუ პანელები დამზადებულია Freijó-ს ხისგან. ზოგადად, ხე პროექტის მთავარი მასალაა, რომლის საშუალებითაც რეზიდენცია თანამედროვე, სივრცულ კონცეფციას იძენს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინტერიერსა და ექსტერიერში სწორედ ხის გამოყენება აკავშირებს ამ ორ სივრცეს ერთმანეთთან და საბოლოო ჯამში თანამედროვე არქიტექტურის ნამდვილ ხელოვნების შედევრს ქმნის.

არქიტექტურული სტუდია: Jacobsen Arquitetura

ფოტოგრაფი: Fernando Guerra | FG+SG

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი” 

3 გამორჩეული ქართული არქიტექტურული ობიექტი — ირაკლი ჟვანიას ხედვა

ინტერიერი “ხასიათით” – რამდენიმე შთამაგონებელი იდეა თქვენი საოცნებო სახლისთვის