in

მისაღები ავეჯის ტრენდული მოდელები — 4 რჩეული კოლექცია „კომფორტერიდან“

მისაღები ოთახის დიზაინი ინტერიერში ცენტრალურ ადგილს იკავებს. შესაბამისად, მომხმარებლები ცდილობენ ამ სივრცის თითოეული ელემენტი  დიდი ყურადღებით შეარჩიონ. განსაკუთრებული აქცენტი, ცხადია, ავეჯზე კეთდება, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს ინტერიერის ხიბლსა და მიმზიდველობას. ბაზარზე დიდი არჩევანის მიუხედავად, ხშირად რთულია ხარისხიანი მოდელების შერჩევა, რომლებიც ერთმანეთს იდეალურად ეხამება და ერთიან, ჰარმონიულ დიზაინს ქმნის. ამიტომ,  დღევანდელ სტატიაში ავეჯისა და აქსესუარების მაღაზია — „კომფორტერიდან“, Homeis.ge-ს რჩეულ კოლექციებს გაგაცნობთ, რათა თქვენი ოთახი სრულად ტრენდული მოდელებით მოაწყოთ და სახლი უფრო კომფორტული, მომხიბვლელი გახადოთ.

1. Alesta Dining Room

ამ კოლექციაში წარმოდგენილია: სასადილო მაგიდა, სკამები და კონსოლი, მასალად კი ხისა და ლითონის ელემენტებია გამოყენებული.  ავეჯი მუქ ყავისფერ ტონალობაშია გადაწყვეტილი, რაც მოდელებს ელეგანტურ და დახვეწილ იერს სძენს. კონტრასტის შესაქმნელად აღნიშნული პროდუქცია ღია ფერის  ინტერიერს განსაკუთრებულად მოუხდება და თქვენს მისაღებ სივრცეს ტრენდულსა და მიმზიდველს გახდის.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

2. Collect Dining Room

თუ გსურთ მისაღებს მდიდრული და გამორჩეული იერი შესძინოთ, ეს კოლექცია აუცილებლად დაგაინტერესებთ. დახვეწილი ფორმების, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული შავ-თეთრი მოდელები ნებისმიერ ინტერიერში განსაკუთრებულ აქცენტებს შეიტანს და ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებს კომფორტულ გარემოს შეუქმნის.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

3. Layla Dining Room

მისაღები ოთახის მნიშვნელოვანი ელემენტი ტელევიზორის კედელია,  რომელიც მოსასვენებელ და გასართობ კუთხეს ქმნის. ავეჯის დახმარებით სივრცეს ნამდვილად გამორჩეულ, ყველასთვის სასურველ ადგილად აქცევთ და ინტერიერს თანამედროვე იერს მიანიჭებთ. ამასთანავე, პროდუქცია გამძლეობითაც ხასიათდება და დიდი ხნის განმავლობაში გაგილამაზებთ სახლს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

4. Genova Dining Room

მოცემული კოლექცია მისაღები ოთახის სრულ კომპლექტს გთავაზობთ — სასადილო მაგიდას, სკამებს, კონსოლსა და  კარადას, რომელშიც ჭურჭელსაც მოათავსებთ. ღია ყავისფერ ტონალობაში გადაწყვეტილი ავეჯი, რომელსაც კრემისფერი სკამები საოცრად უხდება, თბილ და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნის ინტერიერში და თქვენს კომფორტს უზრუნველყოფს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

შეგახსენებთ, რომ ამ ტრენდული მოდელების შეძენა შესაძლებელია მაღაზია „კომფორტერში“, სადაც მდგრადი, ეკოლოგიურად სუფთა, კომფორტული და რაც მთავარია, დახვეწილი, ელეგანტური ავეჯი დაგხვდებათ. მომხმარებელს პროდუქციის დათვალიერება კი თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის N12-სა და ს. ცინცაძის N14-ში შეუძლია.

ავტორი: მეკო მეტრეველი

Highlands By Alliance: ალიანს ჯგუფმა გოდერძიზე, ალპური-ტიპის ახალი კომპლექსი წარადგინა

„კონსტანტინი“ — მრავალფეროვანი ავეჯის ქართული საწარმო