in

7 წელი მომხმარებელთან ერთად — დაბადების დღის აღსანიშნავად „კომფორტერი“ აქციას გვთავაზობს

კომფორტერი“ — ავეჯისა და აქსესუარების ბრენდი, რომელმაც ქართულ ბაზარზე სწრაფად მოიპოვა განსაკუთრებული ადგილი, წელს 7 წლის იუბილეს აღნიშნავს. დაბადების დღის ფარგლებში კომპანიამ მომხმარებლებისთვის საინტერესო შეთავაზებები მოამზადა: 25%+-იანი ფასდაკლება სრულ კოლექციაზე და დამატებითი შეღავათები ნებისმიერ შენაძენზე.

კომპანიის ისტორია შვიდი წლის წინ დაიწყო და ამ იდეის უკან იდგა მეგობრების ჯგუფი, რომლებმაც გადაწყვიტეს ახალი, განსხვავებული ბრენდის შექმნა, რომელიც ხარისხსა და ხელმისაწვდომობას გააერთიანებდა. მიუხედავად იმისა, რომ მათი პროფესიული გზა ავეჯის ინდუსტრიას არ უკავშირდებოდა, კომფორტისა და დიზაინისადმი ერთგულებამ მალევე აქცია ისინი სფეროს გამოცდილ მოთამაშეებად.

კომფორტერის“ პროდუქტები დღეს მრავალფეროვნებით გამოირჩევა — ავეჯისა და აქსესუარების ხაზი მორგებულია მომხმარებლის სხვადასხვა გემოვნებასა და მოთხოვნაზე. ინტერიერის კლასიკური თუ თანამედროვე სტილის მოყვარულები აქ ყოველთვის პოულობენ თავიანთი სახლისთვის საჭირო ნივთს.

ბრენდის კიდევ ერთი ძლიერი მხარეა ინოვაციური სერვისები და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა. „კომფორტერი“ იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც პანდემიის დროს სრულად განავითარა ონლაინ გაყიდვები და მომხმარებლებს 3D ფუნქციის მეშვეობით ავეჯის წინასწარ დათვალიერებისა და შერჩევის შესაძლებლობა მისცა. ამან არა მხოლოდ კომფორტი გაზარდა, არამედ ბრენდს ერთგული მომხმარებლის კიდევ უფრო ფართო წრე შემატა.

დღეს „კომფორტერი“ ასოცირდება ხარისხთან, მრავალფეროვნებასთან და მომხმარებლის ნდობასთან. მისი შვიდწლიანი ისტორია ნათლად აჩვენებს, რომ მიზანდასახულობითა და შრომით შესაძლებელია ბრენდის შექმნა, რომელიც ბაზარზე გამორჩეულ სახედ ჩამოყალიბდება.

იუბილეს ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ 25%+ ფასდაკლებით სრულ კოლექციაზე და დამატებითი შეღავათებით ნებისმიერი შენაძენისას. შეთავაზება მოქმედებს როგორც ვებგვერდზე, ასევე თბილისში მდებარე შოურუმში — ალექსანდრე ყაზბეგის N12-ში.

[R]

რა წიგნებს შეიძენ Dressup.ge-ზე, თუ ინტერიერის დიზაინით ხარ გატაცებული

კუნძულის ხედებით შთაგონებული სახლი მაიორკაზე – jle arquiteqtos-ის პროექტი