in

როგორ წარმოვაჩინოთ დაბალფასიანი ინტერიერი ძვირადღირებულად

ინტერიერის ექსპერტები ამბობენ, რომ არ არის საჭირო მთელი დანაზოგის დახარჯვა, რათა თქვენი სახლი ძვირადღირებულად გამოიყურებოდეს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ არსებული ხრიკები მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად. ძვირადღირებული მასალების გამოყენების შემთხვევაშიც კი, შესაძლოა, ინტერიერი საუკეთესოდ არ გამოიყურებოდეს.

უნდა გაითვალისწინოთ, თუ როგორ გამოიყურება მთელი სახლი მდიდრული აქცენტებით. სანამ აქსესუარებს და მოპირკეთების საშუალებებს აირჩევთ, კარგად დაფიქრდით კომპოზიციაზე, რათა თავიდან აიცილოთ გადატვირთული ოთახები. მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის ყველა წევრმა თითოეულ სივრცეში თავი კომფორტულად იგრძნოს. ელეგანტურ აქსესუარებზე და დეკორის გემოვნებიან ელემენტებზე აქცენტი თვითმიზანი არ არის. მთავარია, სახლი კომფორტული და საცხოვრებლად სასიამოვნო იყოს.

მუქი ფერის კედლები

იმისათვის, რომ თქვენს სახლს მდიდრული და ძვირადღირებული იერსახე შესძინოთ, სცადეთ კედლები მუქ ფერში შეღებოთ. ეს ოთახის მოცულობის განცდას გააღრმავებს და ელეგანტურობის შთაბეჭდილებას შექმნის. მუქი ფერის კედლები ნამდვილად შესანიშნავად გამოიყურება. ბევრი შიშობს, რომ კედლების მუქად შეღებვა ინტერიერს უფრო პატარას გახდის, მაგრამ ამ ეფექტის ნუ შეგეშინდებათ. მისი დაბალანსება სპილენძის აქსესუარების, ნათელი ავეჯისა და ქსოვილების დამატებით შეგიძლიათ. გახსოვდეთ, რომ სწორი განათება სივრცეს სინათლითა და სითბოთი აავსებს.

ინვესტიცია ჩადეთ ხელოვნებაში

თქვენი სახლისთვის საუკეთესო ხელოვნების ნიმუში არის ის, რაც თქვენს პიროვნებას ასახავს და თავს კარგად გაგრძნობინებთ. ეწვიეთ გალერეებსა და ანტიკვარულ მაღაზიებს, რათა ისტორიითა და სულიერებით აღსავსე ნივთები იპოვოთ.

ხელოვნური ბეწვის აქსესუარები

ხალიჩები და საბნები როგორც საძინებელში, ასევე, მისაღებში მყუდრო, თბილ ატმოსფეროს ქმნის. რა თქმა უნდა, ბუნებრივი ბეწვის ყიდვა საჭირო არ არის, არსებობს მრავალი ვარიანტი, რომელიც ცხოველური პროდუქტების გამოყენების გარეშეც ელეგანტურია. შეგიძლიათ სხვადასხვა ფერისა და სიგრძის ხელოვნური ბეწვი შეარჩიოთ.

შთამბეჭდავი შპალერი

ლამაზი შპალერი ინტერიერს სწორ ატმოსფეროს ანიჭებს. ოთახი უფრო ელეგანტური ხდება, როდესაც კედლებზე გაკრულია პრინტი ლამაზი ნიმუშით ან კომპოზიციით. გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შპალერს სხვა ორნამენტების მქონე ფონთან თანაარსებობა არ მოსწონს. უმჯობესია კედელზე ჩამოკიდებულ ნახატებზე უარი თქვათ და მსგავსი ფერის ავეჯი შეარჩიოთ.

გამოიყენეთ სარკეები

ნათელი და ფართო სივრცის ილუზიის შესაქმნელად სარკეები შესანიშნავი არჩევანია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბინა უფრო პატარაა, ვიდრე თქვენ გსურთ. სტუმრებს კი, როგორც წესი, უყვართ ინტერიერი, სადაც საკუთარი თავით ტკბობა შეუძლიათ. უფრო მეტიც, სარკეების ფასები, როგორც წესი, ხელმისაწვდომია, ხოლო ოთახში მათი არსებობით გამოწვეული ეფექტი ძალიან ძლიერია. შეგიძლიათ ერთ სივრცეში ორი განსხვავებული სარკეც მოათავსოთ.

რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი

იტალიური დიზაინის გმირი – ალესანდრო მენდინი

მინიმალისტური ბინა ნიკოლაძის ქუჩაზე – Around The Studio-ს ნამუშევარი