in

11 მაღაზია თბილისში, სადაც დეკორატიულ სარკეებს შეიძენთ

სარკე ინტერიერში ის მნიშვნელოვანი დეტალია, რომელმაც შესაძლოა მთლიანად შეცვალოს სივრცის ვიზუალი და ის უფრო მიმზიდველი, მრავალფეროვანი და დახვეწილი გახადოს. სარკის დახმარებით შესაძლებელია მოცულობის გაზრდა. თუ ოთახი პატარაა და გსურთ ის უფრო დიდი და მოცულობითი გამოჩნდეს, სარკის გამოყენებით ამ ილუზიის შექმნა შესაძლებელია. ასევე, სწორი განათებითა და სარკეების განთავსებით, სახლის ვიზუალური ეფექტი იზრდება, რადგან მისი ზედაპირი შემოსული სინათლის უმეტეს ნაწილს ირეკლავს, ინტერიერი კი უფრო ნათელი და შთამბეჭდავი ხდება.

სარკე საკმაოდ კომპაქტური და პრაქტიკულია, რადგან მისი განთავსება ნებისმიერ ადგილას შეიძლება – აბაზანაში, მისაღებში, სასადილოში, საძინებელსა თუ სამზარეულოში. ის სხვადასხვა სტილის ინტერიერს  იდეალურად ეხამება. მისი დახმარებით შესაძლებელია ოთახის კონკრეტულ სივრცეზე აქცენტირება და არამიმზიდველი დეტალების დაფარვა. ამასთანავე, თუ ინტერიერის გამრავალფეროვნება გსურთ, სხვა დეკორს კი მოცემულ სივრცეს ვერ უხამებთ, მაშინ სარკე ნებისმიერ ცარიელ ადგილს შეავსებს და მას უფრო ელეგანტურს, თვალისათვის სასიამოვნოდ აღსაქმელს გახდის. დღეს სწორედ იმ მაღაზიებზე გიამბობთ, სადაც განსხვავებული დიზაინის მქონე, დეკორატიული სარკეების შეძენას შეძლებთ და თქვენს ინტერიერს გადაახალისებთ.

Mysa 

Mysa დახვეწილ და ელეგანტურ პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელს. მაღაზიაში სხვადასხვა აქსესუარებსა და ავეჯთან ერთად, საინტერესო ვიზუალის მქონე, დეკორატიული სარკეების შეძენაც შეგიძლიათ. ფერადი, სხვადასხვა ზომისა და დიზაინის სარკეები თქვენი სახლის ნებისმიერ სივრცეს დაამშვენებს და მას მეტ შთამბეჭდაობასა და მშვენიერებას შესძენს.

Ashley HomeStore

ამერიკული კომპანია Ashley HomeStore 1945 წლიდან გამოჩნდა ბაზარზე და თავის ერთგულ მომხმარებელს მრავალფეროვანი ავეჯის ნაწარმით ანებივრებს. მათ შორის ერთ-ერთი წამყვანი ხაზი სარკეების კოლექციას უჭირავს. მათი განთავსება სახლის ნებისმიერ ზონაში შეიძლება, რათა სივრცის მასშტაბური ილუზია შექმნას და ინტერიერი გაალამაზოს.

Geometry

განსხვავებული ფორმის, ზომისა და დიზაინის მქონე სარკეების შეკვეთა Geometry-ში შეგიძლიათ. სივრცეში, რომელიც მთლიანად დახვეწილი და მიმზიდველო დიზაინის მქონე სარკეების კოლექციაზეა ორიენტირებული და მისი პროდუქციის არჩევის შემთხვევაში ახალ სიცოცხლესა და მრავალფეროვნებას მიანიჭებს თქვენს ინტერიერს.

ახალი ნათება

„ახალი ნათება“ 1999 წლიდან არსებობს საქართველოს ბაზარზე და დღეს უკვე 15 მაღაზიითა წარმოდგენილი. სანათების მრავალფეროვან არჩევანთან ერთად, კომპანია აქსესუარების დიდ ასორტიმენტს გთავაზობთ, მათ შორის განსხვავებული და ორიგინალური დიზაინის მქონე დეკორატიულ სარკეებს, რომელთა ინტერიერში გამოყენება, ფუნქციურთან ერთად, ესთეტიკური დანიშნულებისაა და ვიზუალის გამდიდრებას ემსახურება.

Mind The Shop

Mind The Shop ინტერიერის დიზაინისა და მოდის მაღაზიაა, რომელიც განსხვავებული დიზაინის მქონე პროდუქციით გამოირჩევა. მათი კოლექციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი – სარკეებია, რომელიც საინტერესო ვიზუალით გამოირჩევა და მნახველის ყურადღებას იქცევს. განსაკუთრებით მიმზიდველი მათი მისაღებში ან შემოსასვლელში განთავსება იქნება, რათა ინტერიერში შესვლისთანავე ვიზიტორთა ყურადღება მიიპყროს.

Gemini Lux Line

მაღაზია Gemini Lux Line დახვეწილ, ხელნაკეთ სარკეებს გთავაზობთ, რომლის ჩარჩო დამუშავებული მეტალისგანაა შექმნილი. სხვადასხვა ფორმისა და ზომის დეკორატიული სარკეების შეკვეთა თავად შეგიძლიათ. ისინი თქვენს ინტერიერს განსაკუთრებულ ელეგანტურობასა და მიმზიდველობას შესძენს, ამასთანავე ოთახში სიდიდისა და მოცულობის შეგრძნებას შექმნის.

სტანდარტი 

კომპანია „სტანდარტი“ მინა-სარკის იმპორტითა და წარმოებით არის დაკავებული. ის ქართულ ბაზარზე, მომხმარებელს დიდი და მრავალფეროვანი კოლექციის არჩევანს სთავაზობს. თქვენთვის სასურველი და მიმზიდველი სარკის  შერჩევა ფართო ასორტიმენტიდან შეგიძლიათ, რომელიც ნებისმიერი სტილის ინტერიერს მოუხდება და მას მეტ მიმზიდველობას მიანიჭებს.

ნამი 

კომპანია „ნამი“ 2005 წელს დაარსდა და მისი მთავარი პრიორიტეტი, ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაა. ნედლეულად გამოყენებულია ევროპული ნაწარმის მასალები, მათ შორის ბელგიური სარკეები. პროდუქცია გამოირჩევა სხვადასხვა ფერის, დიზაინის, ხარისხიანი კოლექციით, რომელთა განთავსება, როგორც საცხოვრებელ სახლებში, ისე სამუშაო სივრცეებშია შესაძლებელი.

სარკის სალონი

მაღაზია „სარკის სალონი“ ბელგიური ბრენდის “AGC”-ის ხარისხიან სარკეებსა და მინის ნაკეთობებს სთავაზობს მომხმარებელს, სადაც თქვენთვის სასურველი, ნებისმიერი დიზაინის მქონე სარკეების შეძენა შეგიძლიათ, რომელიც ინტერიერში ახალ განწყობასა და ხასიათს შექმნის და მას მეტად მიმზიდველს გახდის.

ICR HOME 

ICR HOME – ერთ-ერთი დიდი და მრავალფეროვანი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში, სადაც უამრავი განსხვავებული პროდუქციაა წარმოდგენილი, მათ შორის დეკორატიული სარკეების მრავალმხრივი ასორტიმენტი. საინტერესო, მიმზიდველი დიზაინისა და ზომის მოდელების დათვალიერება ვებგვერდზე შეგიძლიათ, სადაც თქვენთვის სასურველ პროდუქტს მარტივად შეარჩევთ.

დეკოლაინი

“დეკოლაინი” გთავაზობთ ორიგინალურ და დახვეწილ აქსესუარებს თქვენი სახლის კომფორტისა და სილამაზისთვის. კოლექციაში წარმოდგენილია დეკორატიული სარკეების საკმაოდ მიმზიდველი და საინტერესო მოდელები, რომლებიც თქვენი სახლის ინტერიერს უფრო გაამრავალფეროვნებს და სიახლეს შემატებას, მას უფრო ნათელსა და გამორჩეულს გახდის.

2023 წლის 14 დიზაინერული ტენდენცია

ქართული საწარმო “კაია” მომხმარებელს თუნუქის პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს