in

ქართული საწარმო “კაია” მომხმარებელს თუნუქის პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს

ინტერიერის დიზაინზე მუშაობისას, ფერების ჰარმონიული შეხამება ძალიან მნიშვნელოვანია. ფერები გვიქმნის განწყობას და ახალისებს ჩვენს ყოველდღიურობას. თითოეულ მათგანს განსხვავებული ემოციის გამოწვევა შეუძლია და გარკვეულწილად, სახასიათო შტრიხს მატებს ნებისმიერ საცხოვრებელ თუ კომერციულ ფართს. სწორედ ამიტომ, დიზაინერები სახელდახელოდ არჩევენ ფერთა გამასა და ფაქტურას. ამ პროცესში კი, საკვანძო საკითხია ამა თუ იმ პროდუქტის ხელმისაწვდომობა ბაზარზე.

ხშირად დიზაინში გათვალისწინებული პროდუქტების მზა სახით პოვნა საკმაოდ რთული ამოცანაა. ამიტომ დიზაინერები ხშირად მიმართავენ „კაია“-ს საწარმოს, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი ფერის თუნუქის ნაკეთობების დამზადება. მაგალითად, აქ იწარმოება ფერადი ლოქერები (საკეტები) სკოლებისთვის, რომელიც პატარებისთვის მხიარულ და ფერად გარემოს ქმნის. ასევე, ლოფტის სტილის დიზაინის ოფისებისა და სხვა დანიშნულების კომერციული ფართებისთვის ხშირად იყენებენ ფერად კაბელ არხებს ან სავენტილაციო სისტემებს, რომლებიც ინტერიერს  ინდივიდუალიზმს მატებს და გამორჩეულს ხდის.

გარდა ამისა, ინდივიდუალიზმის ხაზგასმა ხშირად სჭირდებათ კომპანიებს საკუთარი ბრენდის განმტკიცებისა და ლოიალური მომხმარებლისთვის არჩევანის გამარტივებისთვის. ალბათ ხშირად შეგინიშნავთ ბრენდული თაროები და სტენდები მაღაზიებში, სადაც სხვადასხვა პროდუქტია განთავსებული. შესაძლოა, ისინი სწორედ “კაია”-ში დამზადებული ნაკეთობებია, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენც შეგიძლიათ ასეთი პროდუქცია დაამზადებინოთ საქართველოში მაღალი ხარისხითა და კომფორტული მომსახურებით. კომფორტი კი იმაშია, რომ თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე, „კაია“-ს კონსტრუქტორები ქმნიან ექსკლუზიურად თქვენზე მორგებულ დიზაინს ზომის, მდგრადობის, დატვირთვისა და ფერების გათვალისწინებით და მზა თაროებს დაგიმონტაჟებენ სასურველ სივრცეში.

კაია“-ს საწარმოში დამზადებული ნაკეთობები მუდმივად ექცევა დიზაინერების ყურადღების ცენტრში. დახვეწილი, კანონმდებლობასთან შესაბამისი, ადგილობრივ ბაზარზე მორგებული თუნუქის ნაკეთობები არაერთ დიდ სავაჭრო ცენტრს, სპორტულ და გასართობ კომპლექსებს, სასწავლო დაწესებულებებს, საცხოვრებელ კორპუსებს, სასტუმროებსა თუ სამშენებლო ობიექტებს ამშვენებს. შეიძლება, ისინი თქვენი ყოველდღიურობის ნაწილიც იყოს. ასე რომ, „კაია“-ს საწარმოში შეგიძლიათ თქვენი ფერადი სურვილები რეალობად აქციოთ ან ეწვიოთ და მიიღოთ ინსპირაცია თქვენი შემდეგი სამშენებლო პროექტისთვის.

[R]

11 მაღაზია თბილისში, სადაც დეკორატიულ სარკეებს შეიძენთ

რემონტი დამოუკიდებლად – რა უნდა გავითვალისწინოთ?