მისაღები ოთახის ავეჯს სახლის ინტერიერში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს, ის ქმნის სტილსა და კომფორტს სივრცეში. ავეჯის შეძენისას, პირველ რიგში, ვაკვირდებით თუ რამდენად კომფორტულია ის, შემდეგ ვფიქრობთ დიზაინზე, მოერგება თუ არა ის ჩვენს ინტერიერს. ხშირად რთული პროცესია ისეთი ბრენდის აღმოჩენა, რომელიც აღნიშნულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.
სწორედ ამ პროცესის გასამარტივებლად და კომფორტის შესაქმნელად წარმოგიდგენთ იტალიურ ბრენდს – Di lazzaro-ს, რომლის მოღვაწეობაც 1950 წლიდან იწყება. Di Lazzaro თავდაპირველად საოჯახო ტიპის ბიზნესს წარმოადგენდა და შემოქმედებითი მიმართულებით მუშაობდა, თუმცა მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, გადაწყვიტა სერიული წარმოებისთვის მიემართა. ის აწარმოებს მაგიდებს, სკამებს და მათივე მაკომპლექტებელ მისაღები ოთახის ელემენტებს.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პროდუქცია 100%-ით იტალიურია. კონცეფციის შემუშავება, წარმოება, ხარისხის კონტროლი სრულად იტალიაში ხორციელდება, რაც მაღალი სტანდარტების გარანტიას იძლევა. იტალიური შემოქმედებითი კულტურა და დეტალებზე დაკვირვება ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს და ხდის თითოეულ ნივთს უნიკალურს.
Di lazzaro უძლებს დროს და იკავებს გამორჩეულ ადგილს ავეჯის სამყაროში. ის აუმჯობესებს ადამიანთა ცხოვრების სტილსა და ყოველდღიურობას.
„ყოველ პროექტში, რომლის დიზაინი საწყის ეტაპზე რომელიმე სტილს ექვემდებარება, თავიდანვე ჩნდება მოთხოვნილება, რომ სივრცე შესაბამისი ნივთებით მოეწყოს, თუმცა Di Lazzaro-ს მიერ შექმნილ პროდუქტებში არის რაღაც ეპატაჟური, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ისინი მოერგონ სხვადასხვა სტილით შექმნილ გარემოს,“ – ამბობს არქიტექტორი, ლადო ბერიძე.
Di lazzaro-ს კოლექციები საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ შეხვდებით სხვადასხვა ფორმის, ზომის, ფერისა და მასალის ავეჯს, რომელიც მორგებულია დამკვეთის მოთხოვნებზე. ბრენდის მუშაობის მეთოდოლოგია მიმართულია მაღალი სტანდარტებისკენ, ეფუძნება მომხმარებლის კმაყოფილებას და თანამედროვე ცხოვრების სტილს. ის ქმნის ჰარმონიას ფორმებსა და ფუნქციებს შორის.
Di lazzaro-ს ავეჯის განთავსება შესაძლებელია როგორც საცხოვრებელ სივრცეებში, ასევე სილამაზის სალონებში, რესტორნებში და სხვადასხვა ხასიათის სივრცეში.
„წარმოიდგინეთ ოთახი — ღია, თბილი წაბლისფერი იატაკით, თეთრი, მზით გასხივოსნებული კედლებით და მაგიდა “ONDA”, სკამები “CLEO” და მათზე დაშვებული სანათი “SPHERA” — მშვენიერი გარემოა ახალი იდეების გენერირებისთვის,“– ლადო ბერიძე.
აღსანიშნავია, რომ Di lazzaro-ს პროდუქციის შეძენა საქართველოში ექსკლუზიურად მოზაიკსის შოურუმშია შესაძლებელი, რომელიც მდებარეობს აკაკი ბელიაშვილის 68 ნომერში.