in

„Merci“-ის დიზაინერების ბინა საფრანგეთში

Banner M2
Banner M2

აპარტამენტები, რომელიც დიზაინერ ჟულიან მესნი დეშამპის (Jules Mesny Deschamps) მიერ არის დაპროექტებული, ფრანგული ცხოვრების სტილის ამსახველი ბრენდის, „Merci”-ის ხელწერას ირეკლავს.

“Merci” საფრანგეთში ახლახან გახსნილი უნივერმაღია, სადაც სურვილისამებრ ყველაფრის პოვნაა შესაძლებელი – მოდური ტანსაცმლიდან დაწყებული, ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ჩათვლით. ბრენდი პარიზული ცხოვრების სტილის პროპაგანდას ეწევა და უკვე ინტერიერის დიზაინშიც შემოაქვს საკუთარი ხელწერა. კომპანიამ დიზაინერ ჟულიან მესნი დეშამპთან (Jules Mesny Deschamps) ერთად XVIII საუკუნის ნეოკლასიკურ შენობაში „შოურუმი“ დააპროექტა.

პირველ რიგში, დეშამპმა 120 კვადრატული ბინა გადააგეგმარა. ახლა შესასვლელი უკვე სამზარეულოშია. ინტერიერთან მუშაობისთვის „Merci“-ის გუნმდა რამდენიმე მხატვარი და ხელოსანი მოიწვია. კერამიკის პარიზელმა ოსტატმა სამზარეულო ასიმეტრიული ფილით დაამშვენა, მხატვარმა სოფი გლასსერმა (Sophie Glasser) კი „გუსტავური“ სტილის ორნამენტები უჩვეულო ფორმებით შეავსო.

სოფი ლონკმა (Sophie Loncq) სააბაზანოს ფილა განაახლა, მასზე სხვადასხვა ზომის ცისფერი წერტილები დახატა და ამ გზით სივრცე ვიზუალურად გაზარდა. ბინაში ასევე ზუზანა ხლივაროვას (Zuzana Hlivarova) ავტორობის შეკიდული კერამიკული სანათბი გაჩნდა, დიზაინერმა ფლავენ დელბერგმა (Flavien Delbergue) კი სასტუმრო ოთახისთვის თანამედროვე და მინიმალისტური ბუხარი დააპროექტა.

ინტერიერის ნივთების შერჩევისას კომპანია ეკოლოგიურ მიდგომას იყენებდა. აპარტამენტებში შესაძლებელია მრავალ ვინტაჟურ ავეჯსა და გადამუშავებული ნედლეულისგან დამზადებულ საგნებს შეხვდეთ. მაგალითად, თაროები და ორი მაგიდა გადამუშავებული პლასტმასისგანაა დამზადებული. პროექტის ავტორებმა არც ხელოვნების ნიმუშები დაივიწყეს, რომლებსაც გუნდი „Kamel Mennour“-ის, „School“-სა და „Wilo&Grove“-ის გალერეებში არჩევდნენ.

ფოტო: MERCI

ბეჟი – რატომ არის ის უბერებელი ფერი ინტერიერში

ენერგოეფექტური სახლი შეერთებულ შტატებში – Salmela Architect-ის ნამუშევარი