in

150 წლის სახლის შთამბეჭდავი რენოვაცია

ეს სახლი წინა მფლობელების მიერ მხოლოდ წვეულებებისთვის გამოიყენებოდა. 150 წლის შენობაში იატაკები წებოვანი იყო, ხოლო ეზოში ბუჩქები ზედმეტად დიდი – მაგრამ ეს ემა ბერილისთვის ყველაზე მცირე პრობლემას წარმოადგენდა. „ვერ ვწყვეტდი იმაზე ფიქრს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის პირველადი მახასიათებელი თავისებურებების შენარჩუნება“ – ამბობს ინტერიერის დიზაინერი. კოლეჯში მიმავალი ემა ნიუ ორლეანის რაიონში გადაადგილებისას ღრმად ეცნობოდა ამ ისტორიული საკუთრებების სულს. „ჩემი ოცნება იყო მეყიდა ან დამეპროექტებინა ერთ-ერთი მათგანი კოლეჯის დამთავრების შემდეგ“ – ამბობს ის, თუმცა ეს სახლი ნიუ-იორკიდან გადმოსულმა ახალგაზრდა ოჯახმა შეიძინა. ვიტრაჟების გაპრიალებამდე ბერილს უნდა გაერკვია, თუ როგორ უნდა ემუშავა განსაცვიფრებელ მაგრამ შეზღუდულ არქიტექტურასთან.

Banner M2
Banner M2

1800-იანი წლების ბოლოს აშენებული სახლს ღია დაგეგმარება ნამდვილად არ ჰქონია. „იმდენი კედელია! “ – ამბობს ბერილი და იცინის. ყველაფრის დანგრევის ნაცვლად ბერილმა გადაწყვიტა ყველა სივრცისთვის მკაფიო დანიშნულება მიეცა. სახლის მეპატრონეებს უყვართ ოჯახისთვის სადილის გამართვა, მაგრამ რაც მთავარია, „მეზობლებმა გვითხრეს, რომ თუ სახლში ჩაშენებული ბარი არ იქნება, მეპატრონეები სახლის გადაყიდვას ვერ შეძლებენ“ – ამბობს ის.  შესაბამისად, შავი გრანიტის დახლის და პატარა ნიჟარის დაყენება (სპილენძის ანტიკვარული ონკანით) მთავარ პრიორიტეტად იქცა.

წინა სივრცეში დივნის არარსებობა საკამათო გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ბერილი ამტკიცებს, რომ აქ სკამების დამატებამ მოქნილობა გაზარდა. ყველა სკამი შეიძლება გადაადგილდეს, როდესაც საცეკვაო წვეულებას აწყობთ, თუმცა მათ მარტივად დააბრუნებთ თავიანთ ადგილას, როდესაც მეგობრებთან ერთად საუბარს და თამაშს გადაწყვეტთ.

სამზარეულოში 2010 წლის შემდეგ არაფერი განახლებულა, ამიტომ ბერილი კაპიტალური რემონტით დაკავდა. სახლის სიძველის გამო დიზაინერისთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი ბუნებრივი მასალების გამოყენება, როგორიც არის მარმარილო, მუხა და სპილენძი. ჩვეულებრივზე მცირე ზომის კუნძული სამზარეულოს საქმიანობისთვის საკმარის დამატებით ზედაპირს უზრუნველყოფს, მაგრამ, შესაძლოა, ის ბავშვებმა საშინაო დავალებების მოსამზადებლადაც გამოიყენონ.

„პირველადი აბაზანის კედელი დავანგრიე“ – ამბობს დიზაინერი. შემოსაზღვრული სამნაწილიანი სივრცე (ნიჟარა თითქმის დერეფანში იყო) ერთიანობას ითხოვდა.

ოჯახი გარეთ იმდენ დროს ატარებს, რომ ბერილმა კარგად იცოდა, ინტერიერი ისევე მიმზიდველი უნდა ყოფილიყო, როგორც ეზო. დიზაინერმა აყვავებული ტოტების პრინტის გამოყენება გადაწყვიტა. „ეს იყო სახლის გადატვირთვის გარეშე სივრცეში ისეთი ღრმა ფერების შემოტანის გზა, როგორიც ოჯახს ნიუ-იორკის ბინაში ჰქონდა“ – ამბობს ის.

სახლის თითოეული ფანჯრის პირვანდელი საღებავის მოშორების შემდეგ, ბერილმა კიბესთან არსებული ოქროსფერი ვიტრაჟების მქონე ფანჯრები და შიდა კარების ზემოთ მოთავსებული პატარა ფანჯრები გააპრიალა. რა თქმა უნდა, ეს ორწლიანი პროცესი ბერილისთვის შრომატევადი, მაგრამ, იმავდროულად, სასიამოვნო იყო. „აქ ბევრი ტექსტურა და შრეა, რადგან ეს არის ცოცხალი სახლი, რომელიც სუნთქავს“ – ამბობს დიზაინერი.

როგორ გავხადოთ ბნელი ბინა უფრო ნათელი

ბინა ნაძალადევში გაბედული დიზაინით – მარიამ ძამაშვილის ნამუშევარი