in

ტერაკოტას ფილები ინტერიერში – იდეები შთაგონებისთვის

იდეები შთაგონებისთვის
იდეები შთაგონებისთვის მობილური

ტერაკოტას, ამ მრავალმხრივ მასალას, ხელოსნები თაობების მანძილზე იყენებდნენ, დაწყებული ჩინელი მშენებლებით, დამთავრებული ძველი ეგვიპტელი, ბერძენი და ეტრუსკი მოქანდაკეებით. ტერაკოტას ფილები ბრწყინვალედ ერწყმის ცემენტს, ხეს, კირქვას და შესანიშნავად გამოიყურება როგორც თანამედროვე, ასევე უფრო ტრადიციულ ინტერიერებში.

აღდგენილი ტერაკოტას ფილები სულ უფრო პოპულარული ხდება. „ისინი სითბოსა და კომფორტის შეგრძნებას აღძრავს,“ – ამბობს ინტერიერის დიზაინერი – რობერტ იანგი. „არის მათში რაღაც მარტივი და ისინი არქიტექტურულ საფუძველს ქმნის მრავალი დეკორაციული სქემისთვის“. აღდგენილი ტერაკოტა, შესანიშნავ ვიზუალთან ერთად, გარემოსდაცვით სარგებელსაც იძლევა და რომანტიკის გასაოცარ ეფექტს ქმნის, როდესაც წარმოიდგენთ ეპიზოდებს მისი შესაძლო ისტორიიდან.

ფერის ერთგვაროვნების ნაკლებობა არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ტერაკოტას ფილები ასეთი პოპულარულია — ისინი იატაკს ან კედელს ვიზუალურად უფრო საინტერესოს ხდის.

სოფი ქაულფილდი — Feild-ის დამფუძნებელი, რომელიც ხელნაკეთ და დეკორატიულ ფილებს ქმნის ამბობს: „ხშირად ტერაკოტა, ზოგიერთ სხვა თიხასთან შედარებით, ღუმელში დაბალ ტემპერატურაზე იწვება. ეს ნიშნავს, რომ ცოცხალი ფერების შენარჩუნება უფრო მარტივია. შედეგად, შეგიძლიათ მიიღოთ ლამაზი, მდიდარი და თამამი ფერები, რომლებიც, მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, გაქრებოდა“.

შემდეგ, რა თქმა უნდა, არის ნიმუში და ფორმა.  კრამიტის ფორმისა და ზომის მიხედვით, შესაძლებელია სხვადასხვა ეფექტების შეიქმნა, იქნება ეს ექვსკუთხედი, ოთხკუთხედი თუ კვადრატი.

გარდა ამისა, ტერაკოტას მოვლა ძალიან მარტივია. რეკომენდებულია ფილების ჰერმეტიზაცია, რადგან ტერაკოტა ფოროვანია. თუ ამაზე უარს იტყვით, ტერაკოტას ფილების მოსავლელად მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ.

რაც შეეხება პრაქტიკას, ქვემოთ მოცემულია რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითი, რომელიც შეგიძლიათ შთაგონების წყაროდ გამოიყენოთ.

სახლი თვალწარმტაც იზოლირებულ ყურეში — Herbst Architects-ის პროექტი

ინტერიერის დიზაინი, როგორც სათავგადასავლო მოგზაურობა – ინტერვიუ ნათია კარიაულთან