in

ეკლექტური ბინა ორიგინალური ხელოვნების ნიმუშებით

Banner M2
Banner M2

შენობა შვედეთში, რომელზეც დღეს გიამბობთ, 1915 წელს არის აშენებული და მისი პირვანდელი დანიშნულება ფეიქართა სამუშაო სივრცე იყო. მოგვიანებით აქ 4 საცხოვრებელი ბინა გაკეთდა და დღეს სწორედ ერთ-ერთი მათგანის ინტერიერს დავათვალიერებთ.

ეს ეკლექტური საცხოვრებელი სივრცე ცნობილ არტისტს, ბობო ვოლმანსონს ეკუთვნის. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ბინაში უხვად გვხვდება სხვადასხვა ავტორის (მათ შორის სახლის მფლობელის) მიერ შესრულებული ნამუშევრები. ამას გარდა, ინტერიერი მდიდარია ორიგინალური ფერებითა და დახვეწილი ტექსტილით.

ბინის საერთო ფართი 190 კვადრატულ მეტრს შეადგენს და ის მოიცავს 4 საძინებელს. ამ სივრცის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ულამაზესი მუქი მწვანე ფერის სამზარეულოა, რომელიც დამშვენებულია ქვის ზედაპირითა და ხის საჭრელი დაფით. აქვეა ორიგინალური ბუხარიც, რომელიც სახლის ცენტრში მდებარეობს და მის მთავარ აქცენტს წარმოადგენს.

ღია გეგმარების სამზარეულო უერთდება სასადილო და მოსასვენებელ ზონებს. ამ სივრცეებს სახლის მეპატრონის მიერ შექმნილი ტილოები და ექსტრავაგანტური დიზაინის მქონე ავეჯი ამშვენებს.

რაც შეეხება საძინებლებს, ისინი საკმაოდ სადა სტილშია შესრულებული. განსაკუთრებული ყურადღებას კი მარჯნის რიფის ტონში გადაწყვეტილი საძინებელი იმსახურებს, რომელიც საკმაოდ ორიგინალურად გამოიყურება.

ისტორია “Meissen”-ის თეთრი მაგიის შესახებ

ბინა ვაკის პარკთან ფისტასფერი კედლებით