in

ტური მსახიობ ბეთსი ვულფის მანჰეტენის აპარტამენტებში

Banner M2
Banner M2

ეს ეკლექტური სტილის მქონე ბინა, რომელიც მანჰეტენზე მდებარეობს, ბროდვეის ცნობილ მსახიობს, ბეთსი ვულფს ეკუთვნის და მასზე დიზაინერმა კრისტალ სინკლერმა (Cristal Sinclair) იმუშავა.

დიზაინერმა ეს სივრცე ორი სხვადასხვა პატარა ბინის გაერთიანებით მიიღო და ის უმშვენიერეს აპარტამენტად აქცია, სადაც დღეს ბეთსი ფულფი საკუთარ ახალგაზრდა ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

როგორც სინკლერი აღნიშნავს, პროექტზე მუშაობის დროს მისი მთავარი შთაგონება თავად ბინის მეპატრონის ხასიათი იყო. სწორედ ამიტომ, სივრცეში გვხვდება სრულიად მოულოდნელი კომბინაციები, თამამი დეკორატიული გადაწყვეტები და მრავალფეროვანი პალიტრა.

ბინაში იატაკი, ჭერი და კედლები ქათქათა თეთრი ფერისაა. ეს ჰაეროვნება კი დაბალანსებულია კონტრასტული აქცენტებით, მკვეთრი ფერის ავეჯით, ვინტაჟური ნივთებით, დატვირთული პრინტის მქონე ტექსტილითა და ექსცენტრიული დეკორის ელემენტებით.

იმის გათვალისწინებით, რომ ბეთსი ვულფის საყვარელი ფერი მწვანეა, დიზაინერმა პროექტში ამ ტონის უამრავი გრადაცია გამოიყენა. ინტერიერში ასევე გვხვდება მეორე მნიშვნელოვანი ფერი – მკვეთრი ყვითელი, რომელიც სივრცეს სიცოცხლითა და ენერგიით ავსებს.

საბავშვო ოთახი ნაზ ვარდისფერ ტონებშია გადაწყვეტილი, მაგრამ აქაც არავითარი ბანალური სტილი არ გვხვდება. ვარდისფრის სინაზე დაპირისპირებულია ოქროსფერ დეტალებთან, ყვავილებიან შპალერთან და ლეოპარდის პრინტის მქონე ხალიჩასთან, რაც საერთო ჯამში, სრულიად საუცხოო ატმოსფეროს ქმნის.

რაც შეეხება ცოლ-ქმრის მთავარ საძინებელს, სინკლერმა აქ შედარებით მშვიდი ტონები გამოიყენა. ამ ოთახში გხვდება ულამაზესი მუქი მწვანისა და ქვიშისფრის სინთეზი. ცალკე აღნიშვნის ღირსია ხავერდის საწოლის თავი, რომელიც სივრცის მთავარი აქცენტია.

როგორი ბინის შეძენა ჯობია ინვესტირებისთვის?

#Homeisინსპირაცია: კლასიკური სამზარეულოს დიზაინი, რომელიც არასდროს გადადის მოდიდან