in

ეკოლოგიური სახლი ბელგიაში — Objekt Architecten-ის პროექტი

Alliance Group
Alliance Group

თავდაპირველი იდეა მეპატრონეების ძველი სახლის გარემონტება იყო. მაგრამ მოხდა ისე, რომ არქიტექტურული სტუდიის ოფისში პირველად მისვლიდან ერთი კვირის შემდეგ, დამკვეთებმა ბელგიაში თავიანთი ოცნების საცხოვრებლის შეძენა შეძლეს — ძველი დასასვენებელი სახლი სოფლის ყველაზე მაღალ წერტილში. გარდა საუცხოო ხედებისა, მიწის ნაკვეთს დამატებითი უპირატესობა აქვს — მშვენიერი მტირალა ტირიფის ხე.

პროექტის ფარგლებში 1904 წელს აშენებული სახლის თავდაპირველი სტრუქტურა შეძლებისდაგვარად შეინარჩუნეს, რათა ფასადის ხასიათი არ დაკარგულიყო. ტრადიციული ფლამანდური უკანა გაფართოება ახალი სტრუქტურით შეიცვალა. მისი ფასადი და სახურავი მოპირკეთებულია შავი ფილებით, რომლებიც თავდაპირველ აგურის ნაკეთობას შესანიშნავად ერწყმის. დიზაინში ასევე გათვალისწინებულია დამკვეთების სურვილები, კერძოდ, ოთხი საძინებელი; სტუდია მფლობელისთვის, რომელიც პროფესიონალი კერამიკოსია; ღია დაგეგმარების მქონე სამზარეულო-მისაღები; კავშირი ბაღსა და სახლს შორის.

 

მასალების შერჩევისას უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ეკოლოგიური ასპექტი. თითოეული ვარიანტი კონტრაქტორ PUUR-bouwen & Giant Projects-თან ერთად იყო განხილული და დაბალანსებული.

გარედან, ფანჯრებისთვის შავად შეღებილი ალუმინის ჩარჩო დამზადდა, რაც არჩეულ მოპირკეთებას შეესაბამება. შიგნიდან მათ ხის ჩარჩოები ამშვენებს, რაც ინტერიერში შესანიშნავად ჯდება. სამმაგი მინა, სითბოს მიმოცვლის მოწყობილობა და შესაბამისი ტიპის ვენტილაციის სისტემა სითბოს ინარჩუნებს და მაქსიმალურ ენერგოეფექტურობას უზრუნველყოფს.

შედეგი არის ეკოლოგიური სახლი. აქ მეპატრონეებს შეუძლიათ იცხოვრონ და იმუშაონ ლამაზ, გამწვანებულ გარემოში, დატკბნენ ირგვლივ არსებული ბუნებით.

 

 

პროექტის ავტორი: Objekt Architecten

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

პრემიუმ-კლასის სახლის ტექნიკა – რა იგულისხმება ამ ტერმინის მიღმა?

მდგრადი გზებით შექმნილი სახლი კუნძულ ტექსელზე – Orange Architects-ის ნამუშევარი