in ,

გარდასახული ბინა ვაზისუბანში

Banner M2
Banner M2

გარდა იმისა, რომ ფართი საკმაოდ ოპტიმალურად არის დაგეგმარებული და ყველა ფუნქციური ზონა იდეალურად მოთავსდა ამ პატარა სივრცეში, დამთვალიერებლის ყურადღებას ასევე იქცევს ინტერიერში გამოყენებული მკვეთრი ფერები.

ფირუზისფერი სამზარეულო, ყვითელი კარი, ზურმუხტისფერი დივანი, შავი ფერის გამათბობლები, თეთრი კედლები და მუქი იატაკი ძალიან გემოვნებიან კომბინაციას ქმნის და სივრცეს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ბინის ინტერიერზე მისმა მფლობელმა – ქეთი გოგილაშვილმა იმუშავა, რომელიც პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერი არ არის, თუმცა როგორც ჩანს, მას ამ პროცესში ძალიან დაეხმარა სამხატვრო აკადემიაში მიღებული განათლება ტექსტილის დიზაინის კუთხით.

#რაშენდება – “ნამაი ვაკეს” პროექტი თბილისში

საახალწლო შეთავაზება მრავალფუნქციური კომპლექსისგან „მოედანი“