in ,

ორდონიანი ბინის ეფექტური გარდასახვა თბილისში – სტუდია STIPFOLD-ის ნამუშევარი

ბინა, რომლის შესახებ დღეს გიამბობთ, თბილისში მდებარეობს და მისი საერთო ფართი 180 კვადრატულ მეტრს შეადგენს. მეპატრონეების სურვილი მდგომარეობდა იმაში, რომ მომხდარიყო სივრცის სრული გადააზრება და განახლება. ამ მისიის შესრულება კი საკუთარ თავზე სტუდია STIPFOLD-მა ითავა.

Banner M2
Banner M2

ბინას საკმაოდ არასტანდარტული გეგმარება აქვს. ორდონიანი ჰოლი საცხოვრებელ ფართს ორ ფრთად ყოფს: პირველი სართულის მარცხენა ფრთაში სამზარეულოა განლაგებული, ხოლო მარჯვენაში — მისაღები ოთახი გვხვდება. იმისთვის, რომ ინტერიერი ახლებურად გადატიხრულიყო, საჭირო გახდა შიდა სივრცის დემონტაჟი.

პროექტი რენოვაციამდე

სივრცის გასამდიდრებლად და გამოსაცოცხლებლად, პროექტის ავტორებმა კედლები ბუნებრივი მარმარილოს განიერი ფილებითა და ხით მოაპირკეთეს.

მთავარი საძინებელი ოთახი ღია სააბაზანოთი და სტუმრის ოთახი მეორე სართულის სხვადასხვა ფრთებშია გადანაწილებული.

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ელეგანტური სამზარეულო, რომელიც თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი და ქვისა და ხის კომბინაციით არის გამდიდრებული.

ორ სართულს შორის გარდამავალი სივრცე კომფორტულ საკითხავ არეს მოიცავს, ბიბლიოთეკითა და შუშის აივნით. მისი ერთ-ერთი კედელი მცენარეებითაა დაფარული, რასაც განსაკუთრებული სიმშვიდე შემოაქვს ინტერიერში.

პირველი სართულის გეგმა
მეორე სართულის გეგმა

არქიტექტურული სტუდია: STIPFOLD

საპროექტო გუნდის წევრები: ბექა ფხაკაძე / გიორგი ბენდელავა / ლევან გოგავა

ქოფირაითერი: მიკა მოწყობილი

შესრულების წელი: 2018

ფოტოგრაფი: ლუიზა ჩალათაშვილი

“ინტერიორისმო” – ესპანური ესთეტიკისა და გამორჩეული სტილის მქონე ახალი ავეჯის მაღაზია თბილისში

Homeisინსპირაცია: ფანჯრის განიერი რაფა ინტერიერში – რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის