in

„Globo“ – იტალიური სანიტარული კერამიკა, როგორც ხელოვნების ნიმუში

სანიტარული კერამიკა სააბაზანოს უმთავრესი პრაქტიკული და ესთეტიკური ელემენტია, რომელიც სივრცის ფუნქციურობას, ჰიგიენას, კომფორტსა და იერსახეს განსაზღვრავს. შესაბამისად, აბაზანის კეთილმოწყობისას დიდი ყურადღება სწორედ სანიტარულ კერამიკას ექცევა, რომელიც სასურველია, ხარისხთან ერთად, გამორჩეული დიზაინითაც ხასიათდებოდეს, რათა სააბაზანოში სასიამოვნო ატმოსფერო და მიმზიდველი ინტერიერი შეიქმნას.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ამ მიმართულებით მრავალფეროვანი არჩევანია, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ინოვაციური მიდგომებით, ხარისხითა და ვიზუალური კუთხით საერთაშორისოდ აღიარებული იტალიური ბრენდის, „Globo“-ს პროდუქცია გამოირჩევა, რომელიც იტალიური სანიტარული კერამიკის ინოვატორად მიიჩნევა და სხვა ბრენდებს დიდ კონკურენციას უწევს განსაკუთრებული დახვეწილობითა და ესთეტიკური მახასიათებლებით.

„Globo“ 1980 წელს დაარსდა და შექმნის დღიდან, ორიენტირებულია უმაღლესი ხარისხის მასალებზე, რომლებიც ესთეტიკას, ფუნქციურობასა და უახლეს ტექნოლოგიებს აერთიანებს. კომპანიის მიზანია, შექმნას ისეთი სანიტარული კერამიკა და აბაზანის მოწყობილობები, რომლებიც ხელოვნების ნიმუშების მსგავსად, განსაკუთრებული მახასიათებლებითა და ინდივიდუალური დიზაინით  მიიქცევს ყურადღებას. იტალიური ბრენდის მრავალფეროვანი პროდუქცია მოიცავს ისეთ ელემენტებს, როგორებიცაა დასადგამი, დასაკიდი, ნახევრად ჩასაშენებელი, ამოსაკრავი და ცალკე მდგომი ხელსაბანები, დასაკიდი და დასადგამი უნიტაზები და მრავალი სხვა.

„Globo“ აღიარებულია, როგორც გლობალური ლიდერი აბაზანის ინდუსტრიაში და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მომხმარებელთა დიდი ნდობითა და მოთხოვნით სარგებლობს.

საერთაშორისო ბაზარზე „Globo“ რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობით ხასიათდება:

უნიკალური დიზაინი — „Globo“-ს მთავარი უპირატესობა მისი უნიკალური  დიზაინ გადაწყვეტილებები, მომხიბვლელი შტრიხები, დახვეწილი ფორმები და ფერთა მრავალფეროვნებაა, რაც საერთო ჯამში, სანიტარულ კერამიკას ხელოვნების ნიმუშად აქცევს. კოლექციაში წარმოდგენილი მრავალფეროვანი მოდელები კი განსხვავებული გემოვნებისა და მოთხოვნების ფართო სეგმენტს აკმაყოფილებს და მომხმარებლებს არჩევანის მიღების პროცესს უმარტივებს, რადგან  ნებისმიერი ტიპის ინტერიერს იდეალურად ერგება.

ინოვაციური მიდგომები — იტალიური ბრენდის სახელი ნოვატორობასთან და ტექნოლოგიურ განვითარებასთან არის დაკავშირებული. უახლესი ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიურად სუფთა მასალის გამოყენებით, კომპანია მოწინავე პოზიციებს იკავებს. მაგალითად, ვერცხლის იონების საფუძველზე შექმნილი ანტიბაქტერიული დაფარვა პროდუქციაზე, აფერხებს ბაქტერიების გავრცელებას და უზრუნველყოფს მაქსიმალურ ჰიგიენას, რაც ხელს უწყობს უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნას.

მდგრადობა და  საიმედოობა — ბრენდი მომხმარებელთა მაღალი სანდოობით გამოირჩევა, რაც პროდუქტის უმაღლესი ხარისხითა და მდგრადობით არის განპირობებული. „Globo“-ს პროდუქცია იტალიური ტრადიციული ცოდნისა და თანამედროვე ტექნიკური გადაწყვეტილებების შედეგად მიიღება, რის გამოც ის ბაზარზე მედეგობით, სიმტკიცითა და გამძლეობით ლიდერ პოზიციას იკავებს. იტალიის წამყვანი დიზაინერები კი ინდივიდუალური მიდგომებითა და დეტალებზე აქცენტირებით, დახვეწილ ფორმებსა და უნიკალურ დიზაინს ქმნიან.

კომფორტული გამოყენება —  „Globo“-ს სანიტარული კერამიკა ხარისხთან და ესთეტიკასთან ერთად, კომფორტული გამოყენებითაც ხასიათდება. მაგალითად, „Rim Free“ უნიტაზი სწორი კიდეებით, წინაღობების გარეშე, საკმაოდ მარტივი მოსავლელია და ჭუჭყს არ აგროვებს. ხოლო ნელი დახურვის მექანიზმი, მომხმარებლების დიდ კომფორტს უქმნის, რადგან მექანიზმი ამცირებს პროდუქტის დაზიანების რისკებს და დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფს მის მოხმარებას.

საერთაშორისოდ აღიარებული წამყვანი იტალიური ბრენდის, „Globo“-ს სანიტარული კერამიკის შეძენა საქართველოში ექსკლუზიურად მხოლოდ ინტერიერის მოსაპირკეთებელი მასალების შოურუმში —  „Mosaics“-შია შესაძლებელი. „Mosaics“-ის სივრცეში წარმოდგენილია ევროპული ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, რომელიც დიზაინითა და ფუნქციურობით გამოირჩევა.  მომხმარებლებს კი შესაძლებლობა ეძლევა  ბრენდული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე შეიძინოს, რაც უდიდესი უპირატესობაა.

[R]

ავტორი: მეკო მეტრეველი

#სადვიცხოვრო: გამორჩეული ადგილმდებარეობის მქონე 2 უნიკალური პენტჰაუზი “რუსთაველი რეზიდენსში”

The Ball Chair – ეერო აარნიოს მიერ შექმნილი სკამის დიზაინი