in

5 მიზეზი ჰაერის გამწმენდი მოწყობილობის შესაძენად

დიდი ქალაქის პირობებში ბინაში სუფთა ჰაერის შენარჩუნება მხოლოდ რეგულარული განიავებითა და წმენდით შეუძლებელია. ხილული მტვერი ჭუჭყის მხოლოდ მცირე ნაწილია. მთავარი საფრთხე ნაწილაკებშია, რომლებიც სასუნთქი გზების გავლით მარტივად აღწევენ ფილტვებში. გარდა ამისა, თვალი ვერ განასხვავებს მტვრისა და ცხოველის კანის ნაწილაკებს — ძირითად ალერგენებს. ეს განსაკუთრებით საშიშია ჩვილებისთვის, ალერგიის მქონე და ხანდაზმული ადამიანებისთვის. სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყენება ჰაერის გამწმენდი.

რა აქცევს ჰაერის გამწმენდს შეუცვლელ მოწყობილობად?

არსებობს რამდენიმე ტექნიკური პარამეტრი, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ.

  1. მისი მართვა შესაძლებელია სმარტფონის საშუალებით.

რაც უფრო მეტი მოწყობილობის მართვას შეძლებთ სმარტფონის საშუალებით, მით უფრო მეტი თავისუფალი დრო დაგრჩებათ უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. შეარჩიეთ მოდელები, რომლებსაც Apple Homekit-თან, Google Assistant-თან და Amazon Alexa-სთან ინტეგრაციის ფუნქცია აქვს.

  1. კომპაქტური და ელეგანტურია.

დიდი ტექნიკის გადაადგილება რთულია. გარდა ამისა, ის ზედმეტ ყურადღებას იპყრობს და ხშირად ინტერიერს აუშნოებს. უმჯობესია, შეარჩიოთ კომპაქტური, მინიმალისტური მოდელი კომფორტული სახელურით. ის კარგად მოერგება ნებისმიერი სტილის ინტერიერს.

  1. არ ხმაურობს.

ჰაერის გამწმენდების უახლესი მოდელები შეგიძლიათ საძინებელში ან კაბინეტში განათავსოთ. მნიშვნელოვანია, მოწყობილობამ ზედმეტი ყურადღება არ მიიპყროს, ამიტომ წინასწარ შეამოწმეთ მისი ხმაურის დონე.

  1. იჭერს მტვრის, ობის, ყვავილის მტვრისა და კანის მიკრონაწილაკებს.

ჰაერის გამწმენდს ყველაზე პატარა ნაწილაკების შთანთქმაც კი შეუძლია, რომელთა ნესტიანი ქსოვილით ან მტვერსასრუტით მოშორება, უბრალოდ, შეუძლებელია. რაც უფრო მცირეა ის ნაწილაკები, რომლებსაც ფილტრი იწოვს, მით უფრო სუფთაა ჰაერი.

  1. სწრაფად წმენდს ჰაერს.

ვინაიდან ბინაში მტვერი მუდმივად შემოდის, მნიშვნელოვანია, ჰაერი სწრაფად იწმინდებოდეს. იდეალურ შემთხვევაში გამწმენდის წარმადობა საათში 200 მ3 უნდა იყოს.

 

რუბრიკის წარმდგენია “Miele Georgia”

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ეკოლოგიურად პასიური სახლი მალიორკაზე

არქიტექტურა, როგორც ადამიანისა და გარემოს ჰარმონიული თანაარსებობის შედეგი – ინტერვიუ ირაკლი ჟვანიასთან