in

ჰელე მარდალი – რბილი და მკვეთრი ფორმების დიზაინერი

“თუ კარგი მხატვარი ან კარგი დიზაინერი ხარ, იყენებ ისეთ რაღაცას, რაც ძალიან ცნობადია და რასაც უკვე ჰყავს აუდიტორია. შემდეგ კი ამ ობიექტს უცვლი ფორმას და აქცევ ხელოვნებად.”

ჰელე მარდალი კოპენჰაგენში მცხოვრები მხატვარი და დიზაინერია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ საკუთარი დიზაინ სტუდია გახსნა. მის სტუდიაში დღესდღეობით  ხელოვნების სკულპტურული ნამუშევრები მზადდება, რომლის მთავარი მასალაც შუშაა. ეს ნამუშევრები კი სხვადასხვა ტიპის ინტერიერში მხიარული დეკორის როლს თამაშობენ. ჰელე მარდალის ნამუშევრები ერთგვარად წარმოაჩენს კონტრასტს, რომელიც არსებობს მყარ მასალებსა და რბილ სილუეტებს შორის.

ერთ-ერთ ცნობილ ჟურნალში მარდალს ამგვარად ახასიათებენ: “ჰელე მარდალი არის მხატვარი და დიზაინერი, რომლის ნამუშევრები მოიცავს ქანდაკებას, ინსტალაციას, ფერწერას, მოდასა და ინტერიერის დიზაინს. მისი ნამუშევარები გამოირჩევა ორნამენტული მდიდრულობით, ექსტრავაგანტულობითა და ბრწყინვალებით. როგორც დიზაინერი, ჰელეს აწუხებს კონტრასტი ორგანულ ფორმებსა და მყარ მასალებს შორის. მისი უხვად ფერადი დიზაინი ცოცხალი და ბუნებრივია, მყიფეა, მაგრამ მტკიცე. მისი დიზაინი აცოცხლებს სივრცეებს.”

ყველაზე მეტად მარდალის ნამუშევრებს გამოარჩევს ის ფაქტი, რომ თითოეული დიზაინი და კოლექცია მთლიანად ხელით არის დამზადებული. გარდა ამისა, მისი ნამუშევრები მუდმივად ფერადი და სახალისოა. მარდალი შთაგონებას პოულობს მისი საყვარელი ტკბილეულის მაღაზიებიდან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული ნამუშევარი უნიკალურია და მათ მარდალის ხელმოწერა აქვთ.

გარდა რბილი ფორმების მქონე წვრილ-წვრილი დეკორისა, მარდალი ასევე ქმნის ხელნაკეთ ავეჯს ცისარტყელას ფერებით. მკვეთრი ხაზებითა და თანამედროვე კიდეებით, მაგიდებისა და სკამების კოლექცია წარმოადგენს ოსტატურად დაბალანსებულ კონტრასტს შუშის რბილ ფორმებთან.

“ჩვენ ვჭამთ ჩვენი თვალებით ისევე, როგორც ჩვენი პირით, ასე რომ, ჭურჭლის დიზაინი უნდა იყოს ისეთი, რომ ასტიმულიროს თქვენი გრძნობები და თქვენს საკვებს ან სასმელს უკეთესი იერი მიანიჭოს. როგორც ჩემი ყველა შუშის ობიექტი, მე მიზიდავს დინამიური და არასრულყოფილი ფორმები, რომლებიც ძალიან ორგანულია.”

30 კვ/მ “ხრუშჩოვკის” სრული რედიზაინი დიღმის მასივში – ანანო მეგრელიშვილის ნამუშევარი

ბუნების ხედებით შთაგონებული კოტეჯი ინდოეთში – Dev Desai Architects & Associates-ის ნამუშევარი