in

#Homeisინსპირაცია – სამზარეულოსა და სასტუმრო ზონების გაერთიანების 10 საინტერესო მაგალითი

იდეები შთაგონებისთვის
იდეები შთაგონებისთვის მობილური

ადრინდელ ტიპურ ბინებში სამზარეულო ყოველთვის იზოლირებული იყო. მძლავრი გამწოვებისა და ელექტრო ქურების გამოჩენით მისი სასტუმროსთან გაერთიანება გახდა შესაძლებელი. დღეს ასეთი გაერთიანების 10 მაგალითს შემოგთავაზებთ.

მაგალითი 1

პატარა ბინებისთვის ასეთი გაერთიანება იდეალურია. კედლებისა და ტიხრების გარეშე სივრცე უფრო ვრცელი და ჰაეროვანი ჩანს. ყველაფერი ხელთან ახლოსაა. შესაძლებელია მომზადება და პარალელურად სტუმრებთან საუბარი. თუმცა ამ პროექტში ეს არ არის გადამწყვეტი. სასტუმრო ოთახიდან გასასვლელი ზღვის ხედის მქონე ღია ტერასაზე იყო, ამიტომ სამზარეულოს ასეთი პანორამის გარეშე დატოვება „დანაშაული“ იქნებოდა.

მაგალითი 2

აქ დიზაინერული სტუდია ბავშვებიანი ოჯახის ბინაზე მუშაობდა. მთავარი ამოცანა ისეთი თანამედროვე ინტერიერის შექმნა იყო, რომელიც მრავალი წელი აქტუალური იქნებოდა. 155 კვადრატული მეტრის მქონე ბინაში ხის ფაქტურითა და მშვიდი რუხი ფერით შექმნილი ინტერიერი ნათელი დეტალებით შეავსეს. გაერთიანებული სივრცე თეთრ ფერში შეასრულეს და ვრცელი სივრცის განცდა შექმნეს. ცივი ელფერი კი ხის ჩანართებით დაათბეს.

მაგალითი 3

თუ ზონების საზღვრების ხაზგასმა გსურთ, ამისთვის ბარის მაგიდა გამოდგება. ის სასაუზმე მაგიდის როლს და მომზადებისთვის დამატებითი ზედაპირის როლს შეასრულებს. აქ სივრცე სწორედ ასეა დაყოფილი და ბეტონით მოპირკეთებული. კედლის გასწვრივ გრძელი ვიტრაჟია, სადაც მოგზაურობიდან ჩამოტანილი ნივთები, ჭურჭელი და ბიბლიოთეკის ნაწილია მოთავსებული.

მაგალითი 4

ამ სამზარეულოში სრულფასოვანი მაგიდა დგას, ამიტომ კუნძული აქ მხოლოდ მოსამზადებელი ზონის გაზრდისთვის გააკეთეს. ახლა დიასახლისს ნებისმიერი სირთულის კერძზე მუშაობა და პარალელურად სტუმრებთან ურთიერთობა შეუძლია.

მაგალითი 5

ამ ბინის ფართი ნებისმიერი გეგმარების მოწყობის საშუალებას იძლეოდა, თუმცა დიზაინერებმა კომპაქტური და ძალიან ნათელი სამზარეულოს მოწყობა გადაწყვიტეს. მფლობელებს აქ ღვინის ბუტიკის ატმოსფეროს შექმნა სურდათ. აქაურ განწყობას რბილი ლაუნჯ-ზონა დივნით და კედელში ჩაშენებული კარადით ქმნის. აქ ასევე ღვინოების სათავსო და ბოკალების კოლექციაა.

მაგალითი 6

ზოგიერთ პროექტში სამზარეულო განზრახ არის ფერით გამოყოფილი. ასე მას ინტერიერის გამორჩეულ ნაწილად აქცევენ. აქ კი სამზარეულო მაქსიმალურად შენიღბულია. დიზაინერებმა შემოსასვლელისთვის, აბაზანისთვის, სასტუმროს ნაწილისთვის და თვით გარნიტურისთვის იგივე კერამოგრანიტი გამოიყენეს რაც სამზარეულოში.

მაგალითი 7

ამ ინტერიერში სამზარეულო დაფარულია, თუმცა სასტუმროს მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია. მისი და TV-ზონის მოპირკეთება იდენტურია. მწვანისა და ლურჯის ღია ელფერები სივრცეს კრავს.

მაგალითი 8

ამ ბინის მეპატრონეს ძველი ბინების განსაკუთრებული ატმოსფერო უყვარს. მას ბინის უნიკალური ხასიათის შენარჩუნება სურდა, რომელიც უკანასკნელის ასაკს შეესაბამება. ამიტომ მოპირკეთებაში სხვადასხვა პერიოდის მასალების გამოყენება გადაწყვიტეს. ამგვარად გაჩნდა ხის იატაკი, „მდფ“-ის სამზარეულო, მიკროცემენტით დაფარული სამზარეულოს მაგიდა, ლითონისა და შუშის ტიხარი, აგურის რიგელი, რომელიც სახლის კონსტრუქციის შემადგენელია.

მაგალითი 9

ინტერიერების უმრავლესობაში სამზარეულო სასტუმროს ნაწილია. თუმცა ასეთი გეგმარება ყველგან არ ამართლებს. სუნებისადმი გაძლიერებული მგრძნობელობა, გაზის ქურა, ბინის თავისებურებანი ან უბრალოდ ჩვევა – მიზეზი ბევრია. ამიტომ ასეთ შემთხვევაში შუშის ტიხარი იდეალური გადაწყვეტილებაა. თითქმის შეუმჩნეველი, მსუბუქი და თხელი ჩარჩოთი, მას სივრცის ერთიანობის განცდის შექმნა შეუძლია და ამავე დროს სასტუმროს მომზადების პროცესისთვის დამახასიათებელი სუნებისგან იცავს.

მაგალითი 10

კიდევ ერთი მაგალითი. ერთ ოთახიანი ბინა, სადაც სამზარეულოსა და სასტუმროს შორის არსებული შეკვეთით დამზადებული შუშის ტიხრები საკმაოდ ატიპიურად გამოიყურება. პირველ რიგში ისინი თეთრია და ინტერიერის ფერთა პალიტრაში იდეალურად ჯდება. ასევე გასაშლელი ტიხრების ჩვეული ადგილები 33 კვადრატულ მეტრ ბინაში არ იყო, ამიტომ დიზაინერმა ეს მოდელი აირჩია.

საკვები პროდუქტებისგან შექმნილი საშობაო დეკორაციები ინტერიერისთვის

1850-იანი წლების ფერმერული სახლის ახალი სიცოცხლე ნიუ-იორკში – “White Arrow”-ს ნამუშევარი