in

ოთახი ბაღში – Hugh Strange Architects-ის პროექტი

Alliance Group
Alliance Group

ლონდონში მდებარე ვილის ეზოში, ევკალიპტის ხის ჩრდილქვეშ განთავსებული “ბაღის ოთახის” პროექტზე Hugh Strange Architects-მა იმუშავა. ამ მწვანე, სიმშვიდით გარშემორტყმული სივრცის ფუნქცია მფლობელებისთვის სავარჯიშო და სააბაზანო-საცურაო დანიშნულების შესრულებაა.

ოთახის სტრუქტურის მთავარ ღირსშესანიშნაობას მისი ხის ინჟინერული ტექნიკით დამუშავებული ჭერი წარმოადგენს, რომელიც ხიდისებურია და სრიალა მინის კარის გაღების შემდეგ შიდა და გარეთა სივრცეებს ერთმანეთთან სრულიად აკავშირებს.

ხის ჭერის კონსტრუქციას ამაგრებს ბლოკებისგან შემდგარი კედელი, რომელიც იდეალურ უკანა ფონს წარმოადგენს იმ ძვირფასი ბრაზილიური გრანიტის, ალუბლის ხის კონსტრუქციებისა და ძვირადღირებული ფერადი ქვის ფხვნილით დაგებული იატაკისთვის, რომელიც მფლობელებმა ოთახისთვის შეარჩიეს.

ფოტოგრაფი: David Grandorge

ეზოს ავტომატური კარის სახეობები და კომპანიები, სადაც მათ დამზადებას შეძლებთ

როგორ შევარჩიოთ თეთრი საღებავი სწორად – ემა სიმს-ჰილდიჩის რჩევები