in

იდეები თუ როგორ მოვაწყოთ პატარა საძინებელი

მიუხედავდ იმისა, რომ პატარა საძნებლის მოწყობა რთული სივრცის სიმცირის გამო, რეალურად შეიძლება ძალიან სახალისო და მარტივი გახადო. სწორი დიზაინერული ხრიკებითა და ტექნიკებით თქვენ შეგიძლიათ თქვენი უბრალო, მცირე ზომის ოთახი გადააკეთოთ საოცნებო საძინებლად, ჭკვიანური შენახვის ტექნიკებითა და მულტიფუნქციური ავეჯის შემოტანით თქვენი ოთახი აივსება ახალი და ენერგიული მუხტით.

1.შეინარჩუნეთ შეზღუდული ფერის პალიტრა.

თუ სრულიად თეთრი კედლები არ ემთხვევა თქვენს ხედვას, გამოიყენეთ საყვარელი ფერები, მაგრამ სივრცესთან გააზრებულად. პატარა ოთახში თეთრი კედლები შეგინარჩუნებთ ჰაეროვნებასა და სივრცეს, მაგრამ თქვენი საყვარელი ფერებით შეგიძლიათ დეტალებს გაუსვათ ხაზი  და სხვადასხვა ელემენტებში ათამაშოთ, რაც სახალისო და ცოცხალ ელფერს მისცემს საძინებელს.

2. შეინარჩუნეთ ბუნებრივი განათება

მცირე ზომის საძინებლებში მნიშვნელოვანია ბუნებრივი განათების როლი. ამ შემთხვევაში მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ ფანჯარა არ იყოს დაფარული, რადგან სინათლით სივრცე უფრო სასიამოვნო ხდება. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჟალუზები, რომ თქვენი პირადი გარემო შეინარჩუნოთ.

3. მაქსიმალურად გაზარდეთ თქვენი საცავი

იატაკიდან ჭერამდე დამონტაჟებული საცავი ყველაზე მეტად გაგიადვილებთ საქმეს. მასში შეგიძლიათ მოათავსოთ ყველა ნივთი, რაც გაგაჩნიათ: წიგნები, პირადი ნივთები, დეკორაცია. სათავსოს ზედაპირები სხვადახვა მიზნითაც გამოიყენება, მაგალითად: როგორც საწერი მაგიდა ან განათების დასადგამი. მულტიფუნქციური ავეჯით უფრო მეტი სივრცე დაგრჩებათ თქვენს პატარა საძინებელში.

4. არ შეგეშინდეთ ფანჯრის გამოყენების

არანაირი წესი არ გიზღუდავთ ავეჯის ფანჯარასთან განთავსებას. ჭკვიანური გზაა, საწოლის ფანჯარასთან და არა სივრცის ცენტრში გაჭედილ მდგომარეობაში დადგმა. განმარტოებისთვის აქაც სხვადასხვა ტიპის ჟალუზები შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომელიც ასევე საინტერესო სინათლის ეფექტებს მოგცემთ.

 

5. გამოიყენეთ სივრცეში განლაგებული ელემენტები გასაზომად

სპეციალურად თქვენი საძინებლისთვის გამზადებული ავეჯი ნამდვილად მომგებიანი გადაწყვეტილებაა. სივრცესთან პროპორციული მიმართებით, შეგიძლიათ ისეთი ტიპის ავეჯი დადგათ, რომელიც სივრცეს უფრო გაზრდის. ჩაშენებული უჯრები და კარადებიც დაგეხმარებათ ამ მიზნის განხორციელებაში.

6.კედლის ფაქტურა

ვიწრო საძინებლებში შეგიძლიათ ლოგინის უკანა კედელი გამოკვეთოთ ლამაზი ფონით, რაც უფრო სახასიათოს და განსხვავებულს გახდის თქვენს ოთახს.

 

7. იყავით გაბედული

არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების. გამოიყენეთ მკაფიო ფერები და პატერნები. ასეთ დროს გირჩევთ პატარა, მინიმალისტური ტიპის ავეჯის დადგმას, რომ კედლის ფერებთან კარგად ითამაშოს და სივრცეც არ გადაიტვირთოს.

8. თეთრი საძინებელი

სრულიად თეთრი საინებელი პატარა სივრცის ყველაზე მარტივი და უპრობლემი გადაწყვეტაა. ასეთ დროს აქცენტი ფანჯრის ხედზე გადადის, რადგან თეთრი ფერი თვალს სხვა ფერების აღქმისკენ უბიძგებს . ამიტომ, ფანჯრისა და ხედის როლიც დაგეხმარებათ სივრცე საინტერესოდ განავითაროთ.

 

 

ხარბინის ოპერის სახლი – ახალი ღირშესანიშნაობა ჩინეთის ჩრდილო–აღმოსავლეთის ჰორიზონტზე

იდეები ვერანდის მოსაწყობად