in ,

ისტორიული სახლი აბანოთუბანში

Banner M2
Banner M2

აბანოთუბანში, აბანოს ქუჩისა და ბოტანიკური აღმართის გასაყარზე მდებარე ეს სახლი სავარაუდოდ მე-19 საუკუნის შუა წლებშია აგებული. როგორც წესი, ამ უბანში დასახლებულნი იყვნენ სხვადასხვა ტიპის ხელოსნები – მღებავები , ოქრომჭედლები, ბამბის მპენტავები, მექისეები და სხვა. მოსახლეობის სწორედ ეს ფენა ცხოვრობდა აბანოთუბნის სახლებში.


საინტერესოა 1890 წელს გადაღებული ფოტო, რომელშიც გარკვევით ჩანს ეს საუკუნოვანი სახლი და ქალაქის ძველი იერსახე, რომელიც ახლა საკმაოდ არის შეცვლილი და გადასხვაფერებული. ეს საოცარი უბანი, მათ შორის ეს  სახლიც, მე-20 საუკუნეში განადგურების პირას იყო მისული . 60-იანი წლების ბოლოს, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში აბანოს ქუჩა აღადგინეს და მთავრობის გადაწყვეტილებით აქ განლაგებული სახლები გადაეცათ გამოჩენილ ხელოვანებს, მათ შორის რეზო გაბრიაძეს, ბიძინა კვერნაძეს, ანზორ ერქომაიშვილს , ლიანა ისაკაძეს…

ამ სახლში დასახლდა საქართველოში დაბადებული და გაზრდილი აზერბაიჯანელი პოეტი და მთარგმნელი – იმირ მამედლი. სწორედ მას ეკუთვნის ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი საუკეთესო თარგმანი აზერბაიჯანულ ენაზე. 2003 წელს იმირ მამედლის ოჯახი საცხოვრებლად ბაქოში გადავიდა და აქედან მოყოლებული ის ერთ-ერთი ქართველი ოჯახის მფლობელობაშია.

ასე გამოიყურება ამ ისტორიული სახლის ინტერიერი დღეს:

 

ფოტოები:ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვი

რა უნდა ვიცოდეთ თვითსწორებადი იატაკების შესახებ

პიტერ ცუმტორის მისტიური არქიტექტურა