in

“JUMA architects”-ის მიერ დაპროექტებული სახლი ბელგიაში

ამ სახლის ფართი 420 კვადრატული მეტრია, ის 2019 წელს აშენდა და მის ინტერიერსა და ექსტერიერში გამოყენებულია ისეთი ბრენდები, როგორიცაა: „Agape“ , „Cassina“ , „Delta Light“ , „Flos“ , „GUBI“ , „HAY“ , „Minotti“ , „VitrA“ , „Vola“ , „ATAG“ , „Aesop“ , „Bertoia“ , „Bosmans“ „Haarden“ , „Cassina Soriana“ , „Charlotte Perriand“ , „Derovere“ , „Entre-Porte“ , „Franssens“ , „H&M Home“ , „Knoll“ , „+ 8“.

სახლი მიმდებარე საოფისე სივრცეებით, არქიტექტურულ კომპანია „JUMA“-ს ეკუთვნის, ეს მათი საკუთარი სახლის დიზაინია. კომპანიას ის ფაქტი ხიბლავს, რომ ნაკვეთი მთავარი ქუჩიდან მოშორებულია და ირგვლივ არსებული სიმწვანე ტერიტორიას განსაკუთრებულ სიმყუდროვეს უქმნის.

სახლისკენ მიმავალი გრძელი შესასვლელი მყუდრო, სტუმართმოყვარე შიდა ეზოსკენ მიგვიძღვება, რომელიც სამი ერთმანეთთან დაკავშირებული შენობითაა შემოსაზღვრული. ესენია ორ მანქანაზე გათვლილი ხით მოპირკეთებული ავტოფარეხი, არქიტექტორების კაბინეტი და მესაკუთრეების კერძო სახლი. სამივე შენობა განსხვავდება სიმაღლით და ერთიანობაში მარტივად აღქმად დიზაინს ქმნის.

სახლის გეგმარება გაშლილია. საბავშვო ოთახებიც კი პირველ სართულზე მდებარეობს. მთავარი საძინებელი გარდერობთან და სააბაზანოსთან ერთად განთავსებულია ასევე პირველ სართულზე, როგორც დამოუკიდებელი გარნიტური.

სახლის ორიენტაცია არაა იდეალური, თუმცა ამას კომპანიაში უფრო პრობლემად მიიჩნევენ ვიდრე ნაკლად. სამზარეულოსა და საცხოვრებელ სივრცეს შორის არსებული შემინული სივრცე შუალედურ ბაღს ანუ ერთგვარ ტერასას ქმნის. ამგვარად, მაცხოვრებლებს  ბაღის უფრო მრავალფეროვანი ხედებით შეუძლიათ დატკბნენ, რომელიც მხოლოდ უკანა ეზოთი არ შემოიფარგლება.

 

09192019_JUMA_Hoge_Heirweg_Luyens_Van_De_Keere_©Annick_Vernimmen_378
09192019_JUMA_Hoge_Heirweg_Luyens_Van_De_Keere_©Annick_Vernimmen_230
09192019_JUMA_Hoge_Heirweg_Luyens_Van_De_Keere_©Annick_Vernimmen_233
09192019_JUMA_Hoge_Heirweg_Luyens_Van_De_Keere_©Annick_Vernimmen_398
previous arrow
next arrow

ძიების პროცესი სანათების დიზაინში – ინტერვიუ ნათია დალაქიშვილთან

ბოძებით აზიდული სახლი ბრაზილიაში