in

შესაძლებელია თუ არა საფარდე კარნიზის დამაგრება ჭერის მონტაჟის შემდეგ?

შესაძლებელია თუ არა კარნიზის დამაგრება ჭერზე მას შემდეგ, რაც ჭერი უკვე დასრულებულ მდგომარეობაშია? ამ კითხვაზე ერთადერთი პასუხი არსებობს. მას შემდეგ, რაც ჭერი უკვე გაჭიმულია, მასზე კარნიზების დამაგრება შეუძლებელია, ეს პროცესი მხოლოდ წინასწარ, მონტაჟის ეტაპზე არის შესაძლებელი.

ასეთი პრობლემის თავიდან ასარიდებლად, ჭერის დამონტაჟებამდე აუცილებლად უნდა შეარჩიოთ კარნიზისთვის სასურველი მდებარეობა. გამოცდილი სპეციალისტები ამის შესახებ ინფორმაციას რემონტის ეტაპზე მოგაწვდიან, რადგან მაგალითად გასაჭიმი ჭერი თხელ, ფურცლის მაგვარ სტრუქტურას წარმოადგენს, რომელზეც არანაირი სახის მექანიკური გავლენის მოხდენა არ შეიძლება.

კარნიზისთვის საჭიროა ე.წ „ჩაშენებული“ ბაზის მომზადება. ის ჭერის საფარის ქვეშ იმალება. ამ დროს სპეციალური წერტილები თავსდება კედლების კუთხეებში, ფარდების ჩამოკიდების შემდეგ კი კარნიზი სრულიად იმალება და ისეთ შეგრძნებას ქმნის, თითქოს ფარდები პირდაპირ ჭერზე კიდია.

ასე რომ, თუ სახლში ჭერის დამონტაჟებას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ საკარნიზე ადგილის მომზადება და კარნიზების დამაგრება აუცილებლად წინასწარ უნდა მოხდეს, რადგან უკვე გაკეთებულ ჭერზე ზემოქმედების შემთხვევაში შესაძლოა ის გაიხეს, ნაწილობრივ დაზიანდეს ან სრულად დეფორმირდეს.

Vitsoe – ინოვაციური მიდგომებითა და გამორჩეული სტილით ცნობილი ავეჯის ბრენდი

სკანდინავიური არქიტექტურული სტილით შთაგონებული შავი სახლი კანადაში