in

კერამიკის ნივთების მოვლა და შენახვის წესი

კერამიკის ნაკეთობებს სხვადასხვა არაორგანული მასალის, ყველაზე ხშირად კი თიხისგან ამზადებენ და სახლის ინტერიერში ეს ნივთები განსაკუთრებულ ადგილსაც იკავებს. დიზაინერები ხშირად იყენებენ მათ სხვადასხვა დეკორაციების და დიზაინის შესაქმნელად და ერთხმად ამბობენ, რომ კერამიკა სახლს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.

მათი შეძენის დროს უნდა გაითვალისწინოთ რომ კერამიკის ნივთების მოვლა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მისი ექსპერტების რეკომენდაციების მიხედვით გაწმენდა და შესაფერის ადგილას განთავსება მთავარი კრიტერიუმებია. გთავაზობთ რამდენიმე ძირითად გზას, რომელთა საშუალებითაც თქვენი კერამიკული ჭურჭლის, ქოთნებისა თუ სხვა ნივთების მოვლას შეძლებთ.

შენახვის წესი

ექსპერტები გვირჩევენ, რომ კერამიკის ნაკეთობები არ მოვათავსოთ ისეთ ადგილას, სადაც მზის სხივები მათ პირდაპირ ეცემა. მზის სხივებს შეუძლიათ ნივთის ფერების შეცვლა ან სამუდამოდ წაშლა.

ამას გარდა, მოერიდეთ მათ ოთახის თბილ ნაწილებში განთავსებას, რადგან სითბო იწვევს კერამიკის ნივთების დეფორმაციას.

თუ კერამიკის შენახვას აპირებთ, დარწმუნდით რომ სხვადასხვა ნივთები ერთმანეთს არ ეხებიან, რადგან ამ დროს ხდება მათი დაკაწვრა და დაზიანება.

შეახვიეთ თითოეული ნივთი რბილ ქსოვილში და მხოლოდ ამის შემდეგ მოათავსეთ ისინი სასურველ ადგილას.

გაწმენდა

კერამიკის გასაწმენდად აუცილებელია რბილი და სუფთა ქსოვილის გამოყენება. ექსპერტები მის გარეცხვას ან გახეხვას არ გვირჩევენ, უმჯობესია სასურველი ნივთის თბილ წყალში გავლება და შემშრალება.

თუმცა გახსოვდეთ, რომ ხელნაკეთ და ანტიკვარულ ნივთებს თავიანთი განსაკუთრებული და ინდივიდუალური მოვლის წესები აქვთ, რის გამოც მათ გაწმენდამდე აუცილებელია პროფესიონალთან გასაუბრება.

შეკეთება

კერამიკის შეკეთების მცდელობამ შეიძლება მისი უფრო მეტად დაზიანება გამოიწვიოს. დარგის წარმომადგენლები გვირჩევენ დაზიანებული ნივთის დაუყოვნებლივ პროფესიონალთან მიტანას.

რა შედის ლანდშაფტის დიზაინერის საქმიანობაში და რა ჯდება ეს მომსახურება საქართველოში?

სახლი, რომელიც ტყისა და ბუნების ხასიათს აცოცხლებს