in

აბაზანის მოწყობა, როგორც ხელოვნება – Scarabeo Ceramiche, იტალიური ბრენდი

1974 წელს, Civita Castellana-ში, ჯოვანი კალისტის და სხვა პარტნიორების მიერ დაარსდა კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა ელეგანტური და ფუნქციონალური კერამიკული ნიჟარების დამზადება. ეს კომპანია გახლდათ Scarabeo Ceramiche, რომლის წარმატებაც მყისიერი გამოდგა. მალე ის მთელ იტალიაში გახდა პოპულარული და მის ფარგლებსაც გასცდა, რამაც საშუალება მისცა, რომ არაერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ხელშეკრულება გაეფორმებინა სექტორის სხვა პარტნიორებთან. უძველესი მეთოდები და სამუშაო პროცესები, რამაც ქალაქი Civita Castellana დიდებულად აქცია ჯერ კიდევ წინარომაულ ეპოქაში, ახლაც ხარისხის, ჰიგიენური და მდგრადი პროდუქტის გარანტიაა. 

წარმატების გზა

დაარსებიდან დროიდან მისი წარმატება გრძელდება და დღეს ის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ბრენდია აბაზანისა და მისი აქსესუარების წარმოების თვალსაზრისით. ის, რაც Scarabeo-ს თავიდანვე გამოარჩევდა, არის დიზაინისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება და უნიკალური სტილი. ინოვაციების უწყვეტმა ძიებამ და მუდმივმა ევოლუციურმა უნარმა ბაზრის სხვადასხვა მოთხოვნის შესაბამისად მისცა Scarabeo-ს საშუალება, შეექმნა უნიკალური აბაზანის ინვენტარის ძალიან ფართო და მზარდი ასორტიმენტი, რომლებიც ხასიათდება უნაკლო ხარისხით.

1998 წელს Scarabeo-მ გამოუშვა დიზაინერული კოლექცია კერამიკული ნიჟარებისა და აბაზანის სხვა კომპონენტების განხრით. რამდენიმე წლის შემდეგ კი თხელჩარჩოიანი და კვადრატული ფორმის ნიჟარების კოლექციაც დაამატა, რომელსაც მოსდევს ნიჟარები წყალსატევების გარეშე. 

წარმატებების სერიამ Scarabeo-s გაფართოებისკენ უბიძგა, Civita Castellana-ში მდებარე საწარმო 2004 წელს მასშტაბურად გაიზარდა, ხოლო 2008 წელს კი ქალაქ რომში გაიხსნა ახალი საწარმო. 2010 წელს ბრენდის წამყვანი კერამიკოსის, ჯოვანი კალისტისა და ერთ-ერთი საერთაშორისო დიზაინერის კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა პირველი ორგანული კოლექცია MOAI. 2012-ში კი, ბოლონიის კერამიკის სავაჭრო გამოფენაზე გაიმართა სხვა კოლექციის, BUCKET-ის პრეზენტაცია, რომელსაც ვედროსებრი დიზაინი ჰქონდა. მან Frankfurt Design Plus award-ის ჯილდოც მიიღო.

კოლექციები

Scarabeo Ceramiche საკუთარ პროდუქტებს აწარმოებს, უძველესი ხანის რომაული ტექნიკებისა და უახლესი, მაღალტექნოლოგიური დანადგარების გამოყენებით, რომელიც საოცარ სინთეზში მოდის ერთმანეთთან. მისი უახლესი კოლექციის გამორჩეული მაგალითებია: Glam და Teorema 2.0, რომლებმაც მოიგეს Iconic Design Awards – Innovative Architecture 2018 წელს, Up და Frame დიაპაზონებთან ერთად.

Glam-ის კოლექციაში შემავალ მაღალი ხარისხის ფაიფურის ნიჟარებს აქვს თხელი, მაგრამ ძალიან მდგრადი კიდეები, რაც ტექნიკური ცოდნისა და ინოვაციური, ვიზუალურად განსაცვიფრებელი ავეჯის გადაწყვეტილებების კვლევასა და განვითარებაში მუდმივი ინვესტიციების შედეგია. კოლექციას აქვს უნაკლო, ყოვლისმომცველი დიზაინი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც  საყოფაცხოვრებო, ისე კომერციულ გარემოში. 

Teorema 2.0-ის კოლექციაში არსებული სანტექნიკა გამოირჩევა ზომების ფართო არჩევანით და თხელი ბირთვით. კოლექცია შედგება სხვადასხვა ფორმატის შეკიდული და ზედაპირული აბაზანებისგან, ბიდეებისა და უნიტაზებისგან, რომლებიც შექმნილია თანამედროვე ცხოვრების სტილის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად – დიზაინისა და ფუნქციონალურობის შერწყმის გზით.

Scarabeo-ს კოლექციები ერთმანეთის მსგავსია, თუმცა იდენტური არასოდეს არის. კოლექციების კვადრატული და ხაზოვანი კერამიკა შესანიშნავია ელეგანტური და დახვეწილი აბაზანისთვის, რომელიც შესანიშნავად აერთიანებს კომფორტსა და პრაქტიკულობას. მცირე ზომის სააბაზანოებისთვის განკუთვნილ მინი ნიჟარებს აქვთ ფორმები, რომლებიც შეიძლება მოერგოს ნებისმიერ ავეჯს (გეომეტრიული ან რბილი და ხაზოვანი). ისინი მრავალფუნქციურია, უამრავი დეტალით, რაც ამარტივებს ყოველდღიურ პირად ჰიგიენას.

Scarabeo Ceramiche-ს პროდუქციის დამახასიათებელი ნიშნებია მათი მსუბუქი და ელეგანტური ხაზები, მრავალფეროვანი ზომები და თხელი ბირთვი, შერწყმული ორიგინალურობასა და პრაქტიკულობასთან.

გარემოზე ზრუნვა

ეს ბრენდი, მაღალი ხარისხის პროდუქციასთან და ელეგანტურ დიზაინთან ერთად, გარემოზე ზრუნვის ასპექტებითაც გამოირჩევა. ამის გამო ის წლების განმავლობაში ეთიკურ პრაქტიკებსა და ტექნიკებს იყენებს, რომელიც მას მდგრად კომპანიად აქცევს. გარემოზე ნულოვანი ზემოქმედების წარმოებასთან, ქარხნებში მზის ენერგიის სისტემებთან, საწარმოო ნარჩენების შემცირებასთან და მათ გადამუშავებასთან ერთად, კომპანიამ დააწესა მორგებული სამუსაო საათები, რომელიც პატივს სცემს თანამშრომლებს და ეხმარება მათ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვაში.

რაც შეეხება მასალებს, ის იყენებს ისეთ ბუნებრივ ნედლეულს, როგორიცაა: თიხა, კაოლინი, ფელდსპარი და კვარცი, რომლებიც დამუშავებულია წყლით, სიგლუვის და სიპრიალის მისაღებად. მასალების შესანიშნავი ხარისხი უზრუნველყოფს პროდუქტების გამძლეობას, ხანგრძლივობას და ეკოლოგიურად მდგრადობას დროთა განმავლობაში. ხელოსნები ოსტატურად აერთიანებენ ტრადიციას, ფუნქციონალურობისა და  დიზაინის მუდმივად ცვალებად საჭიროებებთან, რაც აბაზანას აქცევს სახლის აბსოლუტურ ცენტრად.

Civita Castellana-ში კერამიკას უძველესი დროიდან ამუშავებდნენ. Scarabeo, თავისი წარმოებით, მიზნად ისახავს, აღადგინოს სხვადასხვა სამუშაო პროცესის ტექნიკა, რომელიც უმნიშვნელოვანესი იყო მისი ქალაქის განვითარების ისტორიაში. ნამუშევრები, რომლებსაც ის ქმნის, დიდი რუდუნებით მზადდება ოსტატების მიერ სუფთა ნედლეულისა და თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით. ის ცდილობს, მომხმარებელს შესთავაზოს ხარისხიანი საყოფაცხოვრებო აღჭურვილობა და ხელოვნებად აქციოს აბაზანის ავეჯისა და აქსესუარების წარმოების პროცესი. კომპანიაში ნებისმიერი პროდუქტის შექმნა იწყება იდეით, რომელიც კერამიკის დამუშავების უსაზღვრო შესაძლებლობით ფორმირდება და შედეგად გვაძლევს აბაზანის მოწყობილობასა თუ დეტალებს, რომლებიც მას ყველასგან გამორჩეულსა და უნიკალურს ხდის. 

Scarabeo Ceramiche, როგორც გითხარით, მსოფლიო დონის ბრენდია და მისი პროდუქციის შეძენა საქართველოშიც შეგიძლიათ maxtherm-ის შოურუმში. „მაქსთერმი” უკვე 17 წელია, ქართულ ბაზარზეა და ის ინტერიერსთვის საჭირო აქსესუარებითაა წარმოდგენილი. 

[R]

„შეიგრძენი სიმეტრია პარკი” – თანამედროვე საცხოვრებელი უბანი თქვენი ჰარმონიისთვის

იტალიელი დიპლომატის თანამედროვე თავშესაფარი რომში