in

მაქსთერმის შოურუმში იტალიური ბრენდების Scarabeo Ceramiche-სა და Remer Rubinetterie-ს ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა

24 იანვარს #მაქსთერმს ექსკლუზიური პარტნიორები ესტუმრნენ იტალიიდან.

Scarabeo Ceramiche და Remer Rubinetterie ბრენდის წარმომადგენლებმა, რომლებიც სააბაზანოს მოწყობის მიმართულებით გვთავაზობენ უმაღლესი ხარისხის შემრევებს, კერამიკის ავეჯსა და აქსესუარებს, სამუშაო შეხვედრა და ახალი კოლექციის პრეზენტაცია ჩაატარეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართველი დიზაინერ-არქიტექტორები, სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები და კომპანიის თანამშრომლები.

„2023 წელს მაქსთერმი ბევრ სასიამოვნო სიახლეს გპირდებათ. წელი საკმაოდ აქტიურად დავიწყეთ და მომავლი თვეებიც ასევე გვაქვს დაგეგმილი. წინ არა ერთი პრეზენტაცია, შეხვედრა თუ გამოფენა გველოდება და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ერთგული მომხმარებლებიც და პარტნიორებიც აქტიურად გამოგვყვებიან ახალ წამოწყებებში. მარტიდან კი გელოდებით ყველას ჩვენს შოურუმებში, სადაც განახლებულ კოლექციასთან ერთად ახალი ხაზი – აბაზანის ავეჯიც კონცეპტუალურად იქნება წარმოდგენილი“. – თათია მიხელიძე, მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

Scarabeo Ceramiche 1974 წელს, Civita Castellana-ში დაარსებული კომპანიაა, რომელმაც მიზნად დაისახა ელეგანტური და ფუნქციონალური კერამიკული ნიჟარების დამზადება. ნიჟარებს, უნიტაზი მოჰყვა, შემდეგ ბიდე და ახლა კი სააბაზანოს მოწყობის სრული სპექტრით არის წარმოდგენილი. განახლებული კოლექცია, რომელიც ძირითადად ფერადი კერამიკისგან არის შემდგარი, სრულად მარტიდან იქნება წარმოდგენილი მაქსთერმის შოურუმებში. კოლექციაში ჭარბობს ლურჯის, მწვანეს და ვარდისფერის პასტელური ტონები, რომლებიც სრულ თანხვედრაშია უახლეს ტენდენციებთან.

Remer Rubinetterie, იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ბერგამოს მახლობლად დაარსებული ჰოლდინგია, რომელიც ისეთ ბრენდებს აერთიანებს, როგორებიც DANIEL RUBINETTERIE; MARIANI RUBINETTERIE; FLEXITALY და S.T.S.R-ია. აწარმოებს სამზარეულოსა და სააბაზანოს შემრევებს, საშხაპე სისტემებსა და აბაზანის აქსესუარებს, მათ შორის ტექნიკურ პატარა დეტალებს. ღონისძიების დამსწრეებს საშუალება მიეცათ, გასცნობოდნენ პროდუქტის დიზაინის შექმნისა და წარმოების პროცესებს, შეფუთვასა და ლოჯისტიკას, რადგან ბრენდი დიდ ყურადღებას აქცევს უსაფრთხო ტრანსპორტირებას და ეს გამოცდილება სტუმრებსაც გაუზიარა.

სასიამოვნო სურპრიზი გახლდათ, სახელობითი შემრევები, რომლებიც საჩუქრად გადაეცათ სექტემბერში, მაქსთერმის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ტურის, მონაწილე ქართველ დიზაინერებს, რომლებიც სწორედ Remer-ისა და Scarabeo-ს საწარმოებს სტუმრობდნენ.

[პარტნიორის კონტენტი]

ინტერიერი კლასიკური დეტალებით ლისის ტბასთან ახლოს

ლავანდისფერი ინტერიერში — რამდენიმე საინტერესო მაგალითი შთაგონებისთვის