in

ლავანდისფერი ინტერიერში — რამდენიმე საინტერესო მაგალითი შთაგონებისთვის

როდესაც საქმე ინტერიერის ფერთა პალიტრის შერჩევას ეხება, ლავანდა, პროვანსის სიმბოლო, კოლორისტებისა და დიზაინერების შთაგონების მარადიულ წყაროს წარმოადგენს. დელიკატური იასამნისფერი ელფერები ყოველთვის წარმატებულია და დროთა განმავლობაში აქტუალობას არ კარგავს. ისინი თანაბრად შეეფერება მისაღებ ოთახს, დერეფანს, საძინებელს ან აბაზანას, ავსებს სივრცეს ზაფხულის სისუფთავით და ჰაეროვნებით. ლავანდისფერი იშვიათად არის მოსაბეზრებელი და კარგად ეხამება სხვა, როგორც ღია, ასევე უფრო გაჯერებულ ფერებს.

ლავანდის უამრავი განსხვავებული ტონი არსებობს, რომელთაგან თითოეული საკუთარი ხასიათითა და ინდივიდუალიზმით გამოირჩევა, თუმცა არსებობს კონკრეტული ელფერები, რომლებიც ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა. ეს არის 3 გამორჩეული ლავანდის ფერი, რომელთა დასახელებებს კაპაროლის კატალოგიდან სიამოვნებით გიზიარებთ:

 

იმისთვის, რომ ლავანდისფერის ინტერიერში გამოყენების მაგალითები უფრო ნათლად წარმოიდგინოთ, ქვემოთ მოცემულია რამდენიმე შთამაგონებელი ვარიანტი, სადაც სწორედ ეს ტონი ქმნის ძირითად აქცენტს.

 

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

მაქსთერმის შოურუმში იტალიური ბრენდების Scarabeo Ceramiche-სა და Remer Rubinetterie-ს ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა

Earth-Ship — პროექტი, რომელიც საზღვაო ხომალდს მოგაგონებთ