in

ხმის იზოლაციისა და ხმის შთანთქმის სისტემები – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

ხმაური ყველა ადამიანისთვის შემაწუხებელია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ის ღამის საათებში ისმის. სახლში გარედან შემოსული ხმები არა მხოლოდ განწყობაზე მოქმედებს, არამედ ცუდად აისახება ძილის რეჟიმზე და შესაბამისად, ჯანმრთელობაზე.

დღევანდელ სტატიაში ხმის იზოლაციის შესახებ გიამბობთ, რომელიც აუცილებლად დაგჭირდებათ თუ სახლში შემოსული ხმაურის საკითხი გაწუხებთ.

რა არის ხმის იზოლაცია?

ხმაური განსაკუთრებით კორპუსის მაცხოვრებლებს აწუხებთ, რადგან ხმები არა მხოლოდ ქუჩიდან, არამედ სადარბაზოდან და მეზობელი სახლებიდანაც შემოდის, ამიტომ ხმის იზოლაციას ყველაზე ხშირად სწორედ კორპუსებში იყენებენ.

ხმის იზოლაცია არის სამშენებლო მასალების მთელი კომპლექსი, რომელიც გვეხმარება საკუთარი და სხვისი ხმაურის წინააღმდეგ ბრძოლაში. ხმის იზოლაცია საკმაოდ ვიწრო კონცეფციაა, რომელიც მხოლოდ ხმის ტალღების შეზღუდვას მოიცავს. ამ სახის იზოლაცია ერთგვარ ბარიერს ქმნის, რომელში გავლის დროსაც ბგერები სუსტდება და სახლში შეღწევამდე ქრება.

არსებობს ხმის შთანთქმის სისტემაც, რომელიც ძირითადად ოთახებს შორის გამოიყენება და მას ის ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც სურთ, რომ სახლში, საკუთარ ოთახში კომფორტულად იყვნენ. ამ სახის კონცეფციის გამოყენების დროს ოთახი მთლიანად იზოლირებულია სახლის სხვა ნაწილებისგან. ხმის შთანთქმის სისტემას იყენებენ ოფისებსა და მსგავს ადგილებშიც, როდესაც სურთ, რომ ადამიანები მუშაობის პროცესში ერთმანეთის ხმაურით არ შეწუხდნენ.

ორივე სისტემის გამოყენების დროს ხმის ტალღა სხვადასხვა მიმართულებით იფანტება და იკარგება, თუმცა ხმის შთანთქმის სისტემასთან შედარებით, ხმის იზოლაცია უფრო სუსტია და ძირითადად ქუჩის ხმაურთან გასამკლავებლად გამოიყენება.

მიუხედავად იმისა, რომ სისტემა საკმაოდ კომფორტულია, სახლში მისი დამონტაჟება საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ხმის იზოლაცია სხვადასხვა მასალისაგან შედგება და თითოეული მათგანის ღირებულება განსხვავებულია. ფასების დიაპაზონი კვადრატული მეტრისთვის დაახლოებით 50-60 ლარიდან იწყება. ამას გარდა, გასათვალისწინებელია მისი მონტაჟის ღირებულებაც, რომელიც 1კვ.მ-ზე საშუალოდ 10 ლარია.

ხმის იზოლაციისთვის საჭირო ნაწილები და ფასები კონკრეტული პროექტის მიხედვით განისაზღვრება, ასე რომ თუ მის შეძენაზე ფიქრობთ, გირჩევთ კონსულტაცია ექსპერტებთან გაიაროთ.

ტყეში ჩაფლული სახლი ეკვადორში – FB+ estudio-ს ნამუშევარი

არქაული ელემენტებით შექმნილი განსხვავებული დიზაინი პლეხანოვზე — პიტო სეთურის ინტერიერი