in

სამი ჭკვიანური ხრიკი პატარა სამზარეულოს სრულყოფილად ასათვისებლად

დღესდღეობით მრავალ ადამიანს უწევს,  სამზარეულო და მისაღები გააერთიანოს. ალბათ, ხშირად გინახავთ ასეთი სახლები, სადაც სამზარეულო მისაღები ოთახის ძალიან მცირე ნაწილს იკავებს.

თუკი გსურთ, საცხოვრებელ გარემოსთან ამგვარად შერწყმული სამზარეულო უფრო სახასიათო და ტევადი გახადოთ, მაშინ ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ.

U ფორმის ღია დაგეგმარება

ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე ნაჩვენებია ჭკვიანური ხრიკი, რომელიც კერძების მომზადებისთვის განკუთვნილ და სასადილო ზონებს ერთმანეთისგან U ფორმის სამზარეულოს კომპლექტის საშუალებით გამოყოფს. ეს ქმნის დამატებით ზედაპირს, რომელიც შეიძლება კერძების მისაწოდებლად ან ბარისთვის გამოიყენოთ.

ღია გალერეა

გალერეის ტიპის განლაგება საკმაოდ გავრცელებული გადაწყვეტაა. ეს იდეა კიდევ უფრო მეტ ხიბლს ჰმატებს ღია დაგეგმარების სივრცეს. გალერეა, უპირველეს ყოვლისა,  სახლის ერთი ბოლოდან მეორემდე მისასვლელი ერთგვარი დერეფნის ფუნქციას ითავსებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ის კედლით არის გამოყოფილი სასადილო ზონისგან, დიდი ღია სივრცე საშუალებას იძლევა, სამზარეულოს ერთ-ერთმა ზედაპირმა ბარის ფუნქციაც შეასრულოს. ჭკვიანური ხრიკია სამზარეულოს უკანა მხარეს სარკის განთავსებაც, რომელიც მისაღებს ირეკლავს და, ამავდროულად, ოთახს სინათლით ავსებს.

ერთკედლიანი საოცრება

ქვემოთ ნაჩვენებია სრულად ღია დაგეგმარების ლოფტის სტილის დიზაინი. კლასიკური ერთკედლიანი სამზარეულოსთვის არქიტექტორმა უაღრესად ჭკვიანური დიზაინი შექმნა. სამზარეულოს კომპლექტი დამონტაჟებულია აბაზანის გარე კედელზე, რომელიც ბინის შუაგულში მდებარეობს; კაკლის კარადები ტანსაცმლისა და ჭურჭლის სარეცხ მანქანებს მალავს, ამავდროულად კი,  ღია თაროებსა და უამრავ სათავსოს იტევს.

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

Dragonfly House –  Olson Kundig-ის ერთ-ერთი შედევრი

ფერადი აქცენტებით შექმნილი ინტერიერი ჯავახიშვილის ქუჩაზე – დოდოშკა ჩხეიძის ნამუშევარი