in

5 ფერი, რომელიც 2024 წელს ინტერიერის დიზაინში მთავარი ტენდენცია იქნება

2024 წლის მოახლოებასთან ერთად, ყველას გვაინტერესებს თუ რომელი ფერები გამოიკვეთებია ყველაზე მეტად ინტერიერის დიზაინში. სადა და ბუნებრივი ჩრდილები ყოველთვის პოპულარული რჩება, თუმცა დიზაინერები გვიზიარებენ კიდევ რამდენიმე ფერს, რომლებიც შემდეგ წელს გადამწყვეტ როლს შეასრულებენ ჩვენი საცხოვრებლის მოწყობაში.

გიზიარებთ 5 მთავარ ფერს, რომლებიც 2024 წლისთვის ინტერიერის დიზაინერების ფერთა პალიტრაში მოხვდნენ.

ნაცრისფერი

ეს ფერი ინტერიერის დიზაინში უსაზღვრო შესაძლებლობებს იძლევა. მის ფონზე სხვადასხვა აქცენტები ნათლად და მკაფიოდ იკვეთება. მდგრადი ნაცრისფერი შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ძირითადი საბაზისო ტონი ან დამატებითი აქცენტების სახით, რომლებიც ყოველთვის ახერხებენ ყურადღების მიპყრობას. ნაცრისფერი გამოხატავს სიმშვიდის, დასვენებისა და მარტოობის სურვილს, ეს არის სწორედ ის შეგრძნებები, რომლებიც ადამიანებს სჭირდებათ, როდესაც სახლში ბრუნდებიან. ამ თვისებების გამო, ნაცრისფრის გამოყენება რეკომენდებულია ბავშვების საძინებლებში მაგრამ თუ ფერი შედარებით მოსაწყენი გეჩვენებათ, შეგიძლიათ ის ყვითელ და მწვანე ტონალობებთან დააბალანსოთ.

მწვანე

მწვანე რბილი და მდუმარე ელფერია, რომელიც ხშირად დამამშვიდებელი ატმოსფეროს შესაქმნელად გამოიყენება. როგორც წესი, ეს ფერი ბუნებასთან ასოცირდება, ამიტომ კარგად ერწყმის ბუნებრივ აქცენტებს, როგორებიცაა ხე და სხვადასხვა მცენარეები. განსაკუთრებით უხდება კრემისფერსა და თეთრს. შესაფერისია საძინებლისთვის, მისაღები ოთახისთვის ან სამუშაო სივრცისთვის, სადაც მშვიდი, კომფორტული გარემოს შექმნაა საჭირო.

ლურჯი

ამ ფერს შეუძლია ინტერიერს მდიდრული და ელეგანტური იერსახე მისცეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას გონივრულად იყენებთ. ლურჯის გამოყენება შეგიძლიათ როგორც კედლებზე, ასევე დამატებითი აქცენტების სახით, კონტრასტების შესაქმნელად. ეს ფერი განსაკუთრებით უხდება ნაცრისფერს, თეთრსა და კრემისფერს. გონივრულია მისი გამოყენება კედლის ნახატების და დეკორაციების სახითაც.

ატმისფერი

2024 წლისთვის ატმისფერი ინტერიერის დიზაინერების ერთ-ერთი საყვარელი ფერია, რომელიც გადმოსცემს ენერგიის, აქტიურობისა და სითბოს ელფერებს, მაგრამ შედარებით რბილი ფორმით. ბედნიერებისა და ენთუზიაზმის ტონები იდეალურია ემოციური სტრესის მოსახსნელად. ეს არის თბილი ფერი, რომელიც აუცილებლად იპოვის ადგილს თანამედროვე ინტერიერში.

წითელი

ინტერიერში წითელი ფერის ჩართვა აუმჯობესებს განწყობას და ადამიანს ოპტიმისტურ ხასიათს უქმნის. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სიცოცხლისუნარიანი ფერი, რომელიც მოითხოვს აქცენტების საგულდაგულოდ შერჩევას. წითელს შეუძლია გარდაქმნას თქვენი ინტერიერი და გახადოს ის ბევრად ცოცხალი და პოზიტიური.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ბეტონი ინტერიერში — Homeis.ge-ს 10 რჩეული პროექტი საქართველოდან

საახალწლო განწყობა ინტერიერში – იდეები შთაგონებისთვის