in

ინტერიერის გარდაქმნის 7 მარტივი გზა

ინტერიერის დიზაინზე დამოუკიდებლად მუშაობა შეიძლება რთული ამოცანა იყოს. დღეს კი განვიხილავთ რამდენიმე მარტივ იდეას, რომელიც სივრცის განახლებაში დაგეხმარებათ.

1. ნათელი ფონი

ეს უმარტივესი გზაა იმისთვის, რომ სივრცე უფრო მიმზიდველი გახადოთ. ოთახი ფართო, თავისუფალი და ჰაეროვანი ხდება. უახლესი გადაწყვეტა, მინიმალიზმისადმი მზარდ ინტერესზე და სკანდინავიური სტილის მუდმივი პოპულარობის გათვალისწინებაზე გადის. დღეს მწარმოებლები თეთრის ბევრ „სწორ“ ელფერს გვთავაზობენ, რათა უსიცოცხლო, ცივი სივრცის ეფექტი თავიდან ავიცილოთ. მნიშვნელოვანია, რომ ფერი დღის შუქზე შეამოწმოთ და დარწმუნდეთ, რომ ის რეალურ ინტერიერშიც ისეთივე მიმზიდველად გამოიყურება, როგორც მაღაზიაში.

  1. მეტი სარკე

დეკორატიულ სარკეებს შეუძლია გაანათოს სივრცე, შეავსოს ცარიელი ადგილი კედელზე და ოთახი ვიზუალურად გააფართოოს. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს სარკეების ადგილმდებარეობას, განსაკუთრებით ფართო ოთახში – ისინი ბუნებრივ შუქს უნდა ირეკლავდეს. მსგავსი ეფექტის მიღწევაში დაგეხმარებათ მინის ელემენტები, რომლებიც მზის სხივებსა და ნათურების შუქს ირეკლავს.

3.ნივთების მეორე სიცოცხლე.

დღეს მდგრადი განვითარებისა და ცნობიერი მოხმარების თემა აქტუალური ხდება. თანამედროვე ადამიანებს საკმაოდ ბევრი ნივთი აქვთ და ახლის ყიდვის ნაცვლად, არსებულის სხვაგვარად გამოყენება ჭკვიანური არჩევანია. სკამი მაგიდების ნაცვლად, ვინტაჟური თეფშები კედლის დეკორისთვის და ა. შ.

4. პირადი ნაზავი

როგორიც არ უნდა იყოს ინტერიერი, მასში მთავარი მფლობელის ინდივიდუალიზმის ასახვაა. დიზაინერები გვირჩევენ, შევქმნათ საგნებისა და ტექსტურების პირადი „კოქტეილი.“ სხვადასხვა ფერისა და ნიმუშების კომბინაცია მყუდრო და ექსპრესიულ სივრცეს შექმნის.

5. გამოიყენეთ ხალიჩები.

დღეს ხალიჩა არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ მოდური გადაწყვეტაა. ხალიჩები გრილ იატაკებს სითბოსა და კომფორტს მატებს, გვეხმარება სივრცის ზონირებაში და ემსახურება ნათელ აქცენტებს. გარდა ამისა, განწყობისა და სეზონის მიხედვით მათი შეცვლა მარტივია: მაგალითად, ნათელი თბილ სეზონზე და მუქი სიცივეში.

6. დაამატეთ გამწვანება

თანამედროვე საცხოვრებელი სახლი განიხილება, როგორც თავშესაფარი ქალაქის უხეში პეიზაჟებისგან, რომელშიც ბუნების სიმცირეა. გამოსავალი არის ინტერიერის შევსება ცოცხალი მცენარეებით, რომლებიც თვალისთვის სასიამოვნოა და ჰაერს ასუფთავებს. დროისა და მებაღეობის უნარების არარსებობის შემთხვევაში, უმჯობესია უპრეტენზიო სახეობების არჩევა, რომლებიც განსაკუთრებულ ზრუნვას არ მოითხოვს. ასევე შეგიძლიათ ინტერიერს ბუნებრივი ტონები და პრინტები დაამატოთ.

7. გამოიყენეთ ავეჯის გადასაფარებლები

ავეჯის გადასაფარებლები ინტერიერში ხშირად არ გვხვდება, მაგრამ ეს საკმაოდ პრაქტიკული გამოსავალია. პირველ რიგში, რბილი ავეჯის გადასაფარებლები შეიძლება სეზონის მიხედვით ან ინტერიერის განახლების სურვილით შეიცვალოს. მეორეც, საჭიროების შემთხვევაში, ისინი ნივთების კომპლექტში გაერთიანებას შეუწყობს ხელს. და მესამე, ისინი ავეჯს დაზიანებისგან დაიცავს.

რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი

XXI საუკუნის გამორჩეული მებაღე – პიტ უდოლფი

სართულის დაშენებით შექმნილი ახალი სივრცე თბილისში – R312 architect-ის ნამუშევარი