in

კიბის გამორჩეული დიზაინები

კიბე სახლის მნიშნელოვანი ნაწილია. მისი მეშვეობით შეგვიძლია განსხვავებულ სიმაღლეზე გადაადგილება.

მრავალსართულიანი სახლი ვერ იარსებებს კიბის გარეშე. ის არის მთავარი ცენტრი, შესაბამისად დიზაინის მხრივ ძალიან საინტერესო კომპონენტი.

სტატიაში გთავაზობთ რადენიმე საუკეთესო კიბის დიზაინს, რომელიც დაგეხმარებათ ინსპირაციაში.

1.

ეს ცილინდრული, ბავშვებისთვის უსაფრთხო, კიბე პარიზული ბინის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დეტალია, რომელიც კომპანია SABO-მ ახალგაზრდა წყვილისთვის გაარემონტა. კიბე დამზადებულია მასალა Plywood-ისგან, რომელიც თხელი პანელებისა და ბლოკების სახით არის წარმოდეგნილი. უსაფრთხოებისთვის, კიბეს გააჩნია ჩასაკეტი კარი, რომლითაც ბავშვს შიგნით შეღწევის საშუალება არ ეძლევა.

2.

Vine Architecture Studio– მ აღმოსავლეთ ლონდონის ძველ სახურავზე მდებარე ბინა ნათელი ყვითელი კიბის დამატებით უფრო საინტერესო გახადა. ის შეღებილია ყვითელი ფერის ნათელ ტონალობაში, რადგან წამყავანი ფიგურა ყოფილიყო სახლის დიზაინში, ამით მკრთალი აგურის კედელი აღარ ხდის ინტერიერს უინტერესოს.

3.

სპირალური კიბე კონტრასტშია იაპონური სახლის მკვეთრ გეომეტრიულ ფორმებთან. სახლი მთლიანად ბეტონისგან არის აშენებული. კიბე წარმოადგენს სახლის ცენტრალურ ნაწილს და დიზაინის წამყვანი ელემენტია.

4.

ფოტოზე ნაჩვენები კიბე დასაკეცი, ფოლადის ფირფიტებით გაკეთდა. ორსართულიანი სახლი მდებარეობს ბრაზილიაში. კიბე კი ერთგვარად ბინის გულს წარმოდაგენს, რომელიც Arquitetura Nacional– ის მიერ გარემონტდა. კიბის სტრუქტურა ბინის ზედა სართულზეა დამაგრებული ისე, რომ იგი არ შეეხოს ქვედა სართულის იატაკს, ამის მიზეზი გახდა დიზაინერთა გადაწყვეტილება, რაც მიზნად ისახავდა უფრო მოქნილი და საინტერესო ინტერიერის შექმნას.

5.

მექსიკურმა კომპანია TACO– მ სახლის თბილი და ტროპიკული ინტერიერისთვის შეარჩია ვარდისფერი შეფერილობის ბეტონის კიბე. კონსტრუქცია მოიცავს ორ ნაწილს – ბეტონის საწყისი კიბის ბლოკს და კედელზე მიმაგრებულ პატარა პანელებს.

6.

სკულპტურული და მონოქრომული კიბე, მონრეალში, ამ სახლის სამივე დონეს ავსებს. მისი მოღუნული ხელსაკიდი თეთრია, ხოლო საფეხურები შავი. თვალისმომჭრელია შუქი, რომელიც ზემოდან ჩამოდის. მისი მეშვეობით ნათდება კიბე და სამივე სართული.

7.

Waind Gohil and Potter Architects– მა შექმნა კიბე ლონდონის პატარა სახლისთვის. კიბე ხის გამოჭრილი პანელებისა და ბლოკებისგანაა აწყობილი, რაც სახალისო და უცხოა უბრალო ინტერიერში.

8.

ჩამოსხმული ბეტონისგან შექმნილი კიბე სხვენში გაკეთებულ ბინაშია დამონტაჟებული. კიბე თავში ორი მიმართულებით აგრძელებს სვლას. ძირითადი საყრდენი კი მეორე სართულის იატაკზეა დამაგრებული.

ოსკარ უაილდის ბინა ჩელსიში იყიდება

წიგნის თაროების საინტერესო იდეები