in ,

ვინ არიან 2021 წლის პრიცკერის პრემიის მფლობელები – Lacaton & Vassal-ის ისტორია

Alliance Group
Alliance Group

წელს პრიცკერის პრემია ბევრისთვის მოულოდნელად ერთი შეხედვით საკმაოდ მოკრძალებული ხელწერის მქონე არქიტექტურულმა სტუდიამ, Lacaton & Vassal-მა მოიპოვა.  სტუდიის პროექტებმა მსოფლიო დაფასება და გენიალურობის სტატუსი არა პომპეზური არქიტექტურული ვიზუალების, არამედ ჭკვიანური დაგეგმარების, ადამიანებისა და დედამიწის კეთილდღეობაზე ზრუნვის გამო მოიპოვა.

Lacaton & Vassal Architectes – Architekturzentrum Wien

სტუდიას ორი დამფუძნებელი ჰყავს – ენ ლაკატონი და ჟან-ფილიპ ვასალი. არქიტექტორებმა ერთმანეთი 1970-იან წლებში, ბორდოს არქიტექტურულ უნივერსიტეტში გაიცნეს. ლაკატონმა მაგისტრატურის გავლა ურბანული დაგეგმარების განხრით განაგრძო ბორდოში, ვასალი კი ნიგერიაში გადასახლდა ამავე პრაქტიკის შესასწავლად. ლაკატონი ხშირად სტუმრობდა ვასალს ნიგერიაში. სწორედ აქ დაიწყო მათი თანამშრომლობა, ვინაიდან ქვეყნის დემოგრაფიული და სოციალური მდგომარეობა უდაბნოს ტიპის ლანდშაფტთან ერთად სწრაფ, ჭკვიანურ არქიტექტურულ გადაწყვეტილებებს მოითხოვდა. ხალხის კომფორტულად და საჭიროებების მიხედვით დასასახლებლად დუეტმა ეკოლოგიურად მეგობრული სახლების პროექტები შეიმუშავა.

Lacaton & Vassal-ის სოციალური დასახლების პრექტი, 53 ბინა

„ნიგერია მსოფლიოს ერთ-ერთ უღარიბესი ქვეყანაა, მისი ხალხი კი იმდენად საოცარი და გამცემია, რომ თითქმის არაფრიდან ახერხებენ რესურსების მოძიებას. ოპტიმიზმით, პოეზიითა და ინოვაციებით გამსჭვალული ნიგერიული არქიტექტურა ძალიან შთამბეჭდავია,“ – ამბობს ვასალი.

ნიგერიაში, ნიამეიში, ლაკატონმა და ვასალმა თავიანთ პირველ საერთო პროექტზე იმუშავეს. ჩალის კონების ქოხი ადგილობრივი ბუჩქების ტოტებით ააგეს, ვინაიდან მასალა იაფი და გამძლეა, მარტივად ეგუება ამინდის ცვლილებებს. პროექტის დასრულების შემდეგ ლაკატონმა და ვასალმა თავიანთი პრაქტიკის მთავარი პრინციპი შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც ისინი არასდროს დაანგრევდნენ არსებულ შენობებს და დედამიწის ეკოლოგიურ-სოციალური კრიზისიდან გამომდინარე მუდამ მდგრად, გადამუშავებად მასალას გამოიყენებდნენ.

Lacaton & Vassal-ის ჩალის ქოხი

დუეტმა არქიტექტურული სტუდია Lacaton & Vassal 1987 წელს დააარსეს და აქედან მოყოლებული საზოგადოებას ჭეშმარიტად ჰუმანური არქიტექტურის საოცარ მაგალითებს უჩვენებენ. სამი ათწლეულის განმავლობაში მათ უამრავი კერძო თუ საზოგადოებრივი, მათ შორის საცხოვრებელი, კულტურული და საგანმანათლებლო პროექტი განახორციელეს, რომლებიც სოციალური თანასწორობის დამყარებისა და მდგრადი განვითარებისკენ გადადგმულ ერთ დიდ ნაბიჯადაა აღიარებული.

Lacaton & Vassal: Get to Know 2021 Pritzker Winners' Built Work,© Philippe Ruault
Lacaton & Vassal-ის მიერ 2008 წელს შესრულებული Management Sciences University, ბორდო, საფრანგეთი

კარიერის განმავლობაში არქიტექტორებმა ბევრჯერ განაცხადეს უარი ისეთ მომგებიან შეთავაზებებზე, რომლებიც ლოკაციაზე მცხოვრები ხალხის საცხოვრებლების დანგრევასა და მასიური შენობების აგებას ითვალისწინებდა. ფრედერიკ დრუოსა და კრისტოფ უტინთან ერთად მათ ბორდოში, გრანდ პარკში მდებარე სამ შენობაში არსებული 530 საცხოვრებელი სივრცე გარდაქმნეს ისე, რომ ბინების მფლობელებს არანაირი დისკომფორტი არ შეუქმნეს, გააფართოვეს შენობების ტექნიკური ფუნქციები. ეს პროექტი მათ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან არქიტექტორებმა ადამიანების ყოფის გამარტივებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს.

G, H, I Buildings, Grand Parc, 530 ბინის პროექტი

Lacaton & Vassal ფლობს Trienal de Lisboa-ს Lifetime Achievement Award-ს, მის ვან დერ როეს პრიზს თანამედროვე არქიტექტურაში შეტანილი წვლილისთვის და ა.შ. წელს ენ ლაკატონისა და ჟან-ფილიპ ვასალის აღიარებების სიას პრიცკერის პრემიაც შეემატა –  ისინი პრიცკერის პრემიის 49-ე და 50-ე ლაურეატები არიან. ამასთან ერთად, ენ ლაკატონი პირველი ფრანგი ქალია, რომელმაც ყველაზე პრესტიჟული არქიტექტურული ჯილდოს მოპოვება შეძლო.

Lacaton & Vassal-ის შექმნილი სახლი ბორდოში
Lacaton & Vassal-ის École Nationale Supérieure d’Architecture ნანტში, საფრანგეთში

პრიცკერის პრემიის ჟიურის თქმით, Lacaton & Vassal-ის შემოქმედების რეალური ღირებულება სწორედ წლევანდელმა მოვლენებმა და კორონავირუსით გამოწვეულმა სოციალურმა კრიზისმა  დაგვანახა ნათლად – სტუდიის მიერ შექმნილი პროექტები საკრალურია მომავლის არქიტექტურისთვის. მათი კონცეფცია ინოვატორულად გვესახება, რადგან ლაკატონი და ვასალი საცხოვრებელ ფართებს მინიმალური ბიუჯეტით აფართოვებენ, ქმნიან ენერგოეფექტურ პროექტებს, იაზრებენ სახლებში სიმწვანის აუცილებლობას – ეს არქიტექტურული გადაწყვეტები მომავალში უამრავი ადამიანის სიცოცხლის მხსნელად შეიძლება მოგვევლინოს.

Lacaton & Vassal-ის Cap Ferret House

Lacaton & Vassal-ის Tour Bois-le-Prêtre

Warehouse House – Sebastián Mora Arquitecto-ს ეკვადორული პროექტი

რემონტის შეცდომები: ქეთი სიჭინავას გამოცდილება