in

„მარტივი ფუფუნება“ – რამდენიმე რჩევა ამ სტილის შესაქმნელად ინტერიერში

თუ ადრე მინიმალიზმი და ნათელი ფერები მხოლოდ ტანსაცმელში იყო პოპულარული, ახლა სახლის მეპატრონეები მუდმივად ცდილობენ საცხოვრებელის სადა და დახვეწილ ფერებში დაპროექტებას. მათი სურვილი მინიმალისტური, მაღალი ხარისხის ნივთების შეძენაა. ინტერიერის დიზაინის ექსპერტები ამბობენ, რომ ტერმინი „მარტივი ფუფუნება“ ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალურია და უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვისაც სახლში მდიდრული განწყობის შექმნა სურს.

დიზაინერები გვთავაზობენ რამდენიმე საინტერესო გზას, რომლის მიხედვითაც სახლში ვინტაჟისა და სიმდიდრის შემოტანა ერთდროულად შეგიძლიათ.

აითვისეთ სივრცე

გამოიყენეთ ოთახის კუთხეები, კედლები, იატაკი და ეცადეთ, თითოეულ მათგანში მოათავსოთ ცოტა, თუმცა გარეგნულად დახვეწილი და სადა ფერის ნივთები.

იფიქრეთ ტექსტურაზე

ბუნებრივი მასალის შემთხვევაში, ოთახში დახვეწილობის ეფექტი იქმნება, შეგიძლიათ გამოიყენოთ აბრეშუმის მასალა, რომელსაც ხის ავეჯს შეუხამებთ, ან ნაქსოვი, ფერადი გადასაფარებლები, რომლებიც მუქ და კონტრასტულ ფერებს განსაკუთრებით უხდება.

იყავით ნეიტრალურები

აირჩიეთ ისეთი ფერები, რომლებიც დახვეწილობითა და ელეგანტურობით გამოირჩევა. შეარჩიეთ თბილი ფერები და შეუხამეთ ისინი ოთახში განლაგებულ ავეჯსა და სხვა ნივთებს.

იპოვეთ კონტრასტი

როდესაც სივრცე ამის საშუალებას იძლევა, დიზაინერები გვირჩევენ კონტრასტული ფერების გამოყენებას. შეუხამეთ წითელი დივანი ლურჯ კედლებს, ნაცრისფერი ხალიჩა – იისფერ ნახატებს, ნუ მოერიდებით სარისკო გადაწყვეტილებების მიღებას.

დაიცავით ინდივიდუალიზმი

არსებობს საერთო წესები, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ სასურველი დიზაინის შერჩევა, თუმცა არ დაგავიწყდეთ რომ საბოლოოდ სახლში თავად უნდა იცხოვროთ, ამიტომ დეტალები თქვენს კომფორტსა და სურვილებს უნდა მოარგოთ.

შეიძინეთ ანტიკვარული ნივთები

არაფერი სძენს სახლს სიმდიდრეს ისე, როგორც ანტიკვარიატი. ეცადეთ შეიძინოთ რამდენიმე ძველი ნივთი, რომელსაც მისაღებ ოთახსა და სამზარეულოში განათავსებთ.

5 ნივთი თბილისის მაღაზიებიდან, რომლებიც საშემოდგომო განწყობას შეგიქმნით

ARTEK – ფინური ავეჯის გლობალური წარმატების ისტორია