in

“მილაკი” – მილებით შექმნილი ხელნაკეთი სანათები

ნინო კლერტიაშვილმა და ნინო ბასილაშვილმა ერთმანეთი 7 წლის წინ გაიცნეს და ძალიან მალე დამეგობრდნენ. სულ რაღაც ერთი თვის წინ კი მათ ერთობლივი საქმიანობა წამოიწყეს და დღეს ბიზნეს პარტნიორებიც არიან.

მეგობრებმა შექმნეს ბრენდი, სახელწოდებით “მილაკი“, რომელიც ორიგინალური დიზაინის ხელნაკეთ სანათებს ქმნის. როგორც ჩვენი რესპონდენტები გვიამბობენ, ამ საქმიანობის წამოწყების მთავარი ინსპირაცია მათი შვილები გახდნენ.

როდესაც ჩვენი შვილებისთვის ოთახების მოწყობა გადავწყვიტეთ, ვეძებდით სხვადასხვა დეკორაციას. საბოლოოდ კი მათთვის შევქმენით სპაიდერმენისა და მოანას სანათები, რომლებმაც ისეთი აღფრთოვანება გამოიწვია მათში, რომ გადავწყვიტეთ, ეს ყველაფერი ბიზნესად გვექცია და ასე შეიქმნა “მილაკი.” სახელი “მილაკიც” მილიდან მოგვაფიქრდა, რადგან ჩვენი პროდუქტები სამშენებლო მილებისგან იქმნება,” – გვიამბობენ ნინოები

რაც შეეხება “მილაკის” სანათის შექმნის პროცესს, ის არანაკლებ საინტერესოა. პროდუქტის შექმნამდე, პირველ რიგში, კეთდება მონახაზი იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ის. შემდეგ ხდება ზომების აღება, მილების დაჭრა და თითოეული დეტალის სპეციალური უთოთი დაერთება. ასე იქმნება კონსტრუქცია. ბოლოს კი ხდება მისი შეღებვა, დენის კაბელის გაყვანა და ნათურის დამაგრება.

ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა, მაგრამ იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ჩვენთვის, რომ ყველა დეტალს სიამოვნებით ვაკეთებთ. ჩვენთვის მთავარი გამოწვევა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი მომხმარებელი იყოს კმაყოფილი და აღფრთოვანებული ჩვენი პროდუქტით,” – ნინო კლერტიაშვილი და ნინო ბასილაშვილი

ვარსკვლავური ინტერიერი: სტუმრად დონატელა ვერსაჩესთან

ბინა არაყიშვილის ქუჩაზე – “იდააფ არქიტექტორების” ნამუშევარი