in

მკვეთრი ფერი ინტერიერში – 6 მიზეზი მისი გამოყენებისთვის

სრულიად თეთრ ან ნეიტრალურ ფერებში გადაწყვეტილი სახლები დღევანდელობის ტენდენციაა. თუმცა, თუ დავაკვირდებით, ნელ-ნელა ფეხს იკიდებს მკვეთრი ფერების ინტერიერში გამოყენებაც. როგორც წესი, ამგვარი გადაწყვეტილებების მიღება გამბედაობასთანაა დაკავშირებული, თუმცა, დღეს ბევრი აცნობიერებს, რომ სწორედ ასეთი ფერები გვიქმნის მხიარულ განწყობას.

ამ სტატიაში გიამბობთ იმ მიზეზების შესახებ, თუ რატომ უნდა გამოიყენოთ სახლში მკვეთრი ფერი:

არ შეგეშინდეთ რისკების

თქვენი სახლი არის თქვენი პირადი “სათამაშო მოედანი” – ხანდახან დიზაინი სწორედ რომ ცდასა და შეცდომებს უკავშირდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენ ჯერ კიდევ ცდილობთ გაარკვიოთ თქვენი პირადი სტილი და ის, რაც საუკეთესოდ გაგრძნობინებთ თავს თქვენს სივრცეში. თუ თქვენ ყოყმანობთ მკვეთრი საღებავის გამოყენებასთან დაკავშირებით, ან გაწუხებთ ის, რომ ნაქირავებ ბინაში ხართ, მაშინ დაიწყეთ პატარა კედლით, რომელზეც მსუბუქ აქცენტებს გააკეთებთ. შედეგად, არც სინანულის შეგრძნება გექნებათ და არც რაიმეს გააფუჭებთ.

კედლის გასაფორმებლად, ხატვის გარდა, სხვა გზებიც არსებობს

არსებობს უამრავი გზა, რომ შემოქმედებითად გამოიყენოთ ესა თუ ის ფერი თქვენს სახლში. მაგალითად, სამზარეულოში შეგიძლიათ საამისოდ გამოიყენოთ ფერადი კაფელი, ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ უფრო ნათელი ვარიანტები თქვენი მცირე ზომის საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის, ჭურჭლისთვის და მაგიდისთვის. ეს არის პატარა, მაგრამ სახალისო გზა ენერგიის შემოტანისთვის ოთახში. სხვა ოთახებში შეგიძლიათ გამოიყენოთ ფერადი ავეჯი, კედლის დეკორი და ა.შ

ფერის ასარეკლად გამოიყენეთ სარკეები

ყოველთვის გამოიყენეთ სარკეები თქვენს სასარგებლოდ. ისინი არამხოლოდ აფართოებენ ოთახის ვიზუალს, არამედ მათ შეუძლიათ ასახონ ის ფერები, რომლებიც თქვენს სახლში გამოიყენეთ. აქვე ერთი რჩევა: სარკეები უნდა მოათავსოთ ისეთ ადგილებში, საიდანაც ის შეძლებს, მაქსიმალურად გაზარდოს შემომავალი ბუნებრივი შუქი.

გააფორმეთ გარემო ყვავილებით

ყვავილები ოთახს მყისიერად მატებს მხიარულებასა და ფერს. შემდეგ ჯერზე, როცა ყვავილების ბაზართან ახლოს მოხვდებით, სცადეთ შეარჩიოთ რამდენიმე თქვენი საყვარელი მცენარე. შემდეგ კი მოათავსეთ ბუკეტი მხიარულ ლარნაკში.

მიეცით ახალი სიცოცხლე უკვე არსებულ დეკორს

სივრცის გაფორმება ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ფული უნდა დახარჯოთ. ფოკუსირდით იმაზე, რაც უკვე გაქვთ სახლში და ხელახლა გადააზრების შემდეგ, გამოიყენოთ ისინი თქვენი დიზაინის გეგმებში. მაგალითად, თუკი ბევრი ფერადი წიგნი გაქვთ, დაალაგეთ ისინი გამოსაჩენ ადგილას. გარდა იმისა, რომ წიგნები გარემოს ისედაც ამშვენებს, მათი ფერები სივრცეს უფრო გაახალისებს.

დაარღვიეთ წესები და არ იგრძნოთ თავი ცუდად ამის გამო

საჭიროების შემთხვევაში, წესები უნდა დაარღვიოთ. არსებობს დიზაინის გავრცელებული წესები, რომლებიც მართლაც გამართლებულია, თუმცა, საბოლოო ჯამში, თქვენს სახლში ის უნდა გააკეთოთ, რაც თავს კარგად გაგრძნობინებთ. შეურიეთ ფერები და განსხვავებული ნივთები! შეურიეთ ძველი და ახალი! ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თქვენ შექმნათ ადგილი, რომელიც ძალიან გეყვარებათ.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ჟანრის კლასიკა: „Mathieu Lustrerie“-ის სანათები

ბინა ანტრესოლით ყოფილი ქარხნის შენობაში