in

ჟანრის კლასიკა: „Mathieu Lustrerie“-ის სანათები

კომპანია „Mathieu Lustrerie“ ცოცხალი მემკვიდრეობის მქონე საწარმოს სახელს დამსახურებულად ატარებს. ის ანტიკვარული ჭაღების რეპლიკებს ქმნის, ისტორიული ქანდაკებების რესტავრირებაში მონაწილეობს და ამავე დროს თანამედროვე დიზაინისა და ტექნოლოგიის სფეროშიც საკმაოდ დაწინაურებულია.

კომპანია „Mathieu Lustrerie“ ომის შემდგომი საფრანგეთის პირმშოა, რომელმაც 60 წლის შემდეგ, 2007 წელს, „ცოცხალი მემკვიდრეობის საწარმოს“ სახელი შეიძინა. საპატიო სტატუსს უდავოდ იმსახურებს: ბრენდის ოსტატებისა და რესტავრატორების ნამუშევრები ოპერა გარნიეს, საფრანგეთის ინსტიტუტს, „კომედი ფრანსის“ თეატრსა და “ოდეონს“ ამშვენებს. საფრანგეთსა და უცხოეთში შექმნილი ღირსშესანიშნაობების ჩამონათვალი უსასრულოდ გრძელდება.

ბრენდი ძველებური ტრადიციების სადარაჯოზე დგას, აქტიურ მონაწილეობას იღებს ისტორიული ძეგლების რესტავრირებაში, შუასაუკუნეების ციხესიმაგრეებისა და სასახლეების აღდგენაში. უკანასკნელთათვის საწარმო ძველებური ჭაღების რეპლიკებს უშვებს. ფირმის ოსტატებს 1970 წლის ჭაღის ზუსტი ასლის დამზადებაც შეუძლიათ. ასევე ლუვრისთვის ან ვერსალისთის მდიდრული ჭაღების შექმნა. კომპანია არც არტ ნუვოს სტილის ელეგანტური სანათების დამზადებას თაკილობს. მათთვის ნებისმიერი სტილისა და სირთულის ჭაღის შექმნაა შესაძლებელი.

გუნდისთვის სანათების დიზაინში არც აქტუალური ტრენდებია უცხო. კომპანია თანამედროვე სტილის წარმატებულ კოლექციებს უშვებს. მაგალითად, „Love“, სადაც სანთლის ფორმის შუქდიოდური ნათურები სარკისებრ ზედაპირებზე ირეკლება, ან  „Lubéron“, რომელიც 1960 – იანი წლების სამრეწველო დიზაინის თვალსაჩინო ნიმუშია.

Love

„Lubéron“

ბინა ფერადი აქცენტებით ვაკეში – თაკო უნდილაშილის ნამუშევარი

მკვეთრი ფერი ინტერიერში – 6 მიზეზი მისი გამოყენებისთვის