in ,

ბინა ფერადი აქცენტებით ვაკეში – თაკო უნდილაშილის ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

ბინა, რომელიც “ვაკე ჰილსის” კომპლექსში მდებარეობს, ახალგაზრდა წყვილისათვის შეიქმნა და მის დიზაინზე Accent by her-ის დამფუძნებელმა, თაკო უნდილაშვილმა იმუშავა.

ეს ერთ-ერთი ის პროექტია, სადაც დამკვეთი ბოლომდე გამომყვა. შედეგი კი ზუსტად ისეთი მივიღეთ, როგორიც ახალგაზრდა,  გემოვნებიანი წყვილისათვის  წარმომედგინა. მათ მომცეს სრული თავისუფლება, რაც წარმატებული პროექტის აუცილებელი წინაპირობაა,” – გვიამბობს პროექტის ავტორი

თაკო უნდილაშვილი. ფოტოგრაფი: დავით ჭალიძე

პასტელურ ფერებთან მიმართებაში მკაფიო აქცენტების გამოყენება თაკო უნდილაშვილის ხელწერის ერთ-ერთი ნიშანია. ბინა ფერადია, თუმცა ტონალობების გადათამაშება ჰაეროვან და სასიამოვნო გარემოს ქმნის. მისაღების მთავარი კედელი აქცენტირებულია მოლდინგებითა და მოლურჯო-მოცისფრო ფერით, რომელიც კომპოზიციის ერთგვარი ცენტრია. ამ ტონალობის გამეორება ხდება სამზარეულოს ნაწილში, რაც სივრცეს ერთგვარად კრავს. მისაღები ზონა კი სამზარეულოსაგან გამიჯნულია ნახევრად გამჭოლი კედლით.

სამზარეულო  მოცულობითია, თუმცა ფერთა გამის საშუალებით, ის საკმაოდ მსუბუქად აღიქმება. სიმსუბუქეს ასრულებს შავ-თეთრი იატაკის ფილები, რომლებიც სამზარეულოსთან მიმართებაში საინტერესო კონტრასტს ქმნიან. აღნიშნული სივრცის ცენტრად კი მარმარილოს ფაქტურის კედელი და გამწოვი გვევლინება.

მისაღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი თაღის სახიანი ფარდებია, რომლებიც ოთახში მყუდრო ფონს ქმნიან.

საინტერესოა, რომ სახლის ყველა ოთახსა და სველ წერტილს აქვს საკუთარი აქცენტირებული დეტალი და ფერი, რაც საერთო ჯამში, ინტერიერის ერთიანობის აღქმას კიდევ უფრო აძლიერებს.

შესრულების წელი: 2018

საერთო ფართობი: 135 კვ/მ

ინტერიერის დიზაინი : ‘’Accent by her‘’, თაკო უნდილაშვილი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე 

ზონირება ტიხრების გარეშე – პატარა ბინა პარიზში

ჟანრის კლასიკა: „Mathieu Lustrerie“-ის სანათები