in

ღია ფერებში გაფორმებული მშვიდი ბინა სტოკჰოლმში

Banner M2
Banner M2

თუ გსურთ, რომ მშვიდი და ღია ფერებში გაფორმებული ინტერიერისგან შთაგონება მიიღოთ, სტოკჰოლმში მდებარე ეს მშვენიერი ორ-ოთახიანი ბინა აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ.

62მ2 ფართობის მქონე ბინა არტ-ნუვოს სტილის 1910-იანი წლების გრანდიოზულ შენობაში მდებარეობს, მისი ინტერიერი კი ნამდვილი სიმშვიდის თავშესაფარია. მთელი სახლი, გარდა ბავშვთა ოთახებისა, დიზაინის ერთ სტილშია გაფორმებული.

ბინის ოთახები, რომლებიც ბუნებრივი სინათლით არის აღსავსე, დამშვენებულია ღია ხის იატაკითა და თეთრ ტონში გაფორმებული კედლებით. აქ შექმნილია შესანიშნავი ატმოსფერო იმისთვის, რომ ხმაურიანი სამყარო გარეთ დატოვო და სიმშვიდით დატკბე.

თეთრ მისაღებ ოთახს აქვს ჩაშენებული წიგნების კარადა, რომლის ზედა ნაწილში ღია თაროებია, ხოლო ქვემოთ — დახურული კარადები. ჯუთის დიდ ხალიჩას სივრცეში ბუნებრივი ტონი შემოაქვს. ორი მაღალი ფანჯარა კი ოთახს, ბუნებრივ შუქთან ერთად, მყუდრო ეზოზე ხედით უზრუნველყოფს.

სამზარეულო და სასადილო ზონა წარმოადგენს ბინის ცენტრალურ სივრცეს, რომელიც ყველა სხვა ოთახს აკავშირებს. სამზარეულოს კარადები შეღებილია მწვანე ტონში, რომელიც ბინაში არსებულ მსუბუქ და ბუნებრივ ფერთა პალიტრას საუცხოოდ ერწყმის. სასადილო ზონა კი გარშემორტყმულია ჩაშენებული კარადებით, რომლებიც დამატებით სათავსო სივრცეს ქმნის.

ბინის ყველაზე პატარა საძინებელი ამჟამად მთავარ საძინებელს წარმოადგენს, ხოლო ოთახში, რომელშიც ადრე დიდი საძინებელი იყო მოწყობილი, ახლა ორ ბავშვს სძინავს. ამ ოთახს ორსართულიანი საწოლი, შეკვეთით დამზადებული გარდერობი და წიგნების კარადა ამშვენებს.

4 მთავარი პრინციპი, რაც შპალერის შესახებ უნდა იცოდეთ

როგორ გავაფორმოთ სააღდგომო სუფრა – რეკომენდაციები ქართველი დიზაინერებისგან