in

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მტვერსასრუტის შეძენის დროს

სახლში სიმყუდროვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სისუფთავეა. იატაკის წმენდაში წელში წახრილი ჩვრიანი დიასახლისი დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. დღეს ჩვენი კერის გაწკრიალებაში საყოფაცხოვრებო ტექნიკა გვეხმარება, თუმცა მაქსიმალური სარგებელის მიღებისთვის მისი გონივრული არჩევაა აუცილებელი. დღევანდელ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ მტვერსასრუტის შერჩევის იმ ძირითად პრინციპებს, რასაც აუცილებლად უნდა მვაქციოთ ყურადღება.

  • უმეტეს შემთხვევაში მტვერსასრუტები აღჭურვილია 3 დონის ფილტრით. ესაა უშუალოდ მტვრის შემკრები (ტომარა, კონტეინერი, წყლიანი რეზერვუარი), ძრავის ფილტრი და წვრილი ფილტრი გამოსული ჰაერის გასაწმენდად. მიაქციეთ ყურადღება მათ ხარისხს, გაიგეთ რამდენად ხშირად არის ისინი გამოსაცვლელი (თუ ასეთი საჭიროება არსებობს) და რამდენად მარტივია სათადარიგო ფილტრების შეძენა.

  • აირჩიეთ მოდელები, რომლებსაც ძრავის ფილტრის შეცვლის საშუალება აქვთ.
  • წვრილი გამწმენდი ფილტრები, როგორც წესი, НЕРА (High Efficiency Particulate Absorption) – სტანდარტებს აკმაყოფილებს და მათ ეფექტურობის მიხედვით რიგით ნომერს ანიჭებენ. აირჩიეთ მტვერსასრუტები H12 რიგითი ნომრით და ზევით. (მაგალითისთვის, HEPA H16 მტვერსასრუტში მტვრის 99,99995 პროცენტს აკავებს).

  • რაც მეტი ხალიჩა, რბილი ავეჯი და სხვა ნაჭრის ზედაპირებია ბინაში, მით უფრო მეტი უნდა იყოს მტვერსასრუტის შეწოვის სიმძლავრე. სასურველია ის 350 ვატიდან დაიწყოს, მითუმეტეს, თუ ბინაში შინაური ცხოველებია. უხალიჩო ბინებისთვის 150 ვატიანი მტვერსასრუტიც სავსებით საკმარისია.
  • გაითვალისწინეთ, აკუმულატორზე მომუშავე მტვერსასრუტები, როგორც წესი, დაბალი სიმძლავრისაა.
  • არ აგერიოთ შეწოვის სიმძლავრე ენერგიის მოხმარების სიმძლავრესთან. პირველია სწორედ ის მონაცემი, რომელსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება.

  • მწარმოებლები სხვადასხვა ტიპის მილზე ჩამოსაცმელ თავაკებს გვთავაზობენ: პარკეტისთვის, ღრიჭოებისთვის, რბილი ავეჯის წმენდისთვის, ტანსაცმლისთვის და ა.შ. თუმცა, შესაძლებელია თქვენ ისინი არც გამოიყენოთ. სტანდარტული დალაგებისთვის საკმარისია კლასიკური ჯაგრისები, ხალიჩების ჯაგრისები და ტურბო ჯაგრისები. ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად შინაური ცხოველების მფლობელებს გამოადგებათ.
  • და ბოლოს, მიაქციეთ ყურადღება სადენის სიგრძეს. თუ თქვენ დიდი ბინა გაქვთ და არ გინდათ, რომ დალაგების პროცესში როზეტიდან როზეტისმდე მოგზაურობაში დრო დაკარგოთ, აირჩიეთ მაქსიმალურად გრძელ სადენიანი მოდელები.

რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი

ბინა ანტრესოლით ყოფილი ქარხნის შენობაში

მინიმალისტური ბინა ბეტონითა და შუშით თელ-ავივში