in

სასტუმროს ნომრის მსგავსი ინტერიერის დიზაინი ბინაში – MWAI-ს პროექტი

Banner M2
Banner M2

სასტუმროში დარჩენისას ხშირად შეიძლება მოგვეწონოს ჩვენი ნომრის ინტერიერი და მისი რამდენიმე დეტალით შთაგონებულებმა ჩვენი სახლიც შევცვალოთ. სწორედ სასტუმოს კომპაქტური, ტევადი ნომრებითაა ინსპირირებული ეს ბინა ლონდონში, რომლიც დიზაინიც არქიტექტურულ სტუდია MWAI-ს ეკუთვნის.

ბინის ფართობი ძალიან მცირეა – სულ რაღაც 37 კვადრატული მეტრი, თუმცა არქიტექტორებმა ეს ერთოთახიანი საცხოვრებელი იმდენად დაამსგავსეს სასტუმროს ყველაფრით აღჭურვილ ნომერს, რომ მაცხოვრებელს დისკომფორტი არანაირად არ ექმნება.

დიზაინერებმა სახლის ინტერიერში ბუნებრივი მასალები, ხე და ქვა გამოიყენეს. ბინაში გვხვდება ბევრი ჩაშენებული სათავსო, რათა ფართის სიმცირე ანაზღაურდეს და ის საცხოვრებლად მყუდრო იყოს.

MWAI-ს მიხედვით, მთავარი გამოწვევა ბინაში არსებული ხელმისაწვდომი, გამოსაყენებელი სივრცის ბოლომდე ათვისება იყო. ინტერიერის დიზაინერები შეზღუდულები იყვნენ დამრეცი ჭერითა და დაზიანებული ზედაპირით, ამიტომ რენოვაცია ძალიან ყურადღებით უნდა ჩატარებულიყო.

ბინის განახლების პირველი ეტაპი იყო კედლების, იატაკისა და ჭერის დემონტაჟი და ახლიდან აგება. შედგა ახალი გეგმა, რომლის მიხედვითაც სააბაზანო და სამზარეულო ბინის ცენტრში მოექცა, სასტუმრო ოთახისა და საძინებელს შორის.

სამზარეულოს ფართობის მაქსიმალურად გასაზრდელად დიზაინერებმა აღჭურვილობა, მინი-მაცივრის ჩათვლით, კედლის პანელებში „შემალეს“. კუნძულში, რომელიც იზრდება და სასადილო მაგიდად იქცევა, დამონტაჟებულია ქურა და ღუმელი.

საძინებელ ოთახშიც მსგავს დაგეგმარებას ვხვდებით – სათავსოების ფართის გასაზრდელად ისინი კედელშია დამონტაჟებული. კედელთანაა გაერთიანებული ასევე მაკიაჟის მაგიდა, სარკე და საუთოო მაგიდა.

სასტუმრო ოთახში სპეციალურად, შეკვეთით დამზადებულ კარადებს ვხვდებით, რომლებთანაც ინტეგრირებულია დასაკეცი სამუშაო მაგიდა. აქვე იქცევს ყურადღებას Vicenza-ს ქვისგან დამზადებული ბუხარი, რომელიც მთელ სივრცეს აერთიანებს და კრავს.

ფოტოგრაფი: Billy Bolton

როგორ შევამოწმოთ ახლადდამონტაჟებული წყალგაყვანილობის სისტემა სახლში

პამელა ანდერსონის მალიბუს სახლი, რომელიც $15 მილიონად იყიდება