in

უმშვენიერესი ნორვეგიული კოტეჯი ტრადიციულ სტილში

Banner M2
Banner M2

ეს ტრადიციული სკანდინავიური კოტეჯი, რომელიც ნორვეგიის სანაპიროზე მდებარეობს, ერთგვარი მაჩვენებელია იმისა, თუ რა გარემოში ისვენებდნენ ნორვეგიელები წარსულში.

სახლი მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში აშენდა და მისი ინტერიერი თითქმის სრულად შენარჩუნებულია პირვანდელი სახით. აქ ყველა ზედაპირი თეთრად არის შეღებილი, ავეჯი კი, ტახტისა და საწოლების ჩათვლით, ხელით არის ხისგან დამზადებული. რაც შეეხება დეკორს, ამ მხრივ სრული სისადავე გვხვდება: სანთლები, ყვავილები, ლარნაკები და ჭურჭელი.

მიუხედავად იმისა, რომ კოტეჯის ინტერიერი საოცრად მიმზიდველი და ზღაპრულია, სახლის მთავარი ღირსება მაინც ფანჯრებიდან გადაშლილი ხედია: ერთ მხარეს ულამაზესი მთები, მეორე მხარეს კი მშვიდი ზღვა.

2022 წლის 6 მთავარი ტრენდი ინტერიერის დიზაინში

#Homeisინსპირაცია: საძინებელი ტრადიციულ სტილში – რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის