in

#Homeisინსპირაცია: საძინებელი ტრადიციულ სტილში – რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის

იდეები შთაგონებისთვის
იდეები შთაგონებისთვის მობილური

გავრცელებული წესის თანახმად, საძინებლის ინტერიერის მოწყობა მშვიდ ტონებშია მიზანშეწონილი. ეს წესი საკმაოდ მარტივი ლოგიკით აიხსნება – საძინებელი ხომ ის ზონაა, სადაც ადამიანები განტვირთვასა და ძალების სრულად აღდგენას უნდა ახერხებდნენ. მოდუნების საუკეთესო საშუალება კი მშვიდი და ნეიტრალური გარემოა. თუმცა, როგორც ბოლოდროინდელი ტრენდები აჩვენებს, ფერებისა და დეკორის სიმრავლე ზოგიერთი ადამიანისთვის სულაც არ არის გამაღიზიანებელი. მრავალფეროვანი ტექსტილის უხვად გამოყენება ინტერიერში განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ქმნის. სწორედ ამიტომ, თანამედროვე საძინებლის დიზაინი ყოველთვის ნეიტრალურ ფერთა გამას არ გულისხმობს და ეს მხოლოდ და მხოლოდ გემოვნების საკითხია.

დღეს ჩვენ შევაგროვეთ რამდენიმე საინტერესო დიზაინ იდეა მათთვის, ვინც უპირატესობას ტრადიციულ სტილს ანიჭებს. ამ შემთხვევაში დიდი დატვირთვა ტექსტილზე და პატერნებზე მოდის, რომლებიც ინტერიერის მთავარ აქცენტად გვევლინებიან. როგორც ქვემოთ მოცემული ვარიანტებიდან ჩანს, კლასიკური სტილის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია საკმაოდ მრავალფეროვანი დიზაინის შექმნა საინტერესო დეტალებითა და დეკორატიული ელემენტებით.

უმშვენიერესი ნორვეგიული კოტეჯი ტრადიციულ სტილში

ინტერიერი თამამი ფერებით – პატარა ბინა ლონდონში