in

როგორ შევქმნათ საწოლის თავის იმიტაცია – რამდენიმე ორიგინალური ვარიანტი

საწოლის თავი საძინებელში მნიშვნელოვანი ელემენტია – ის არამხოლოდ ქმნის ზღვარს კედელსა და საწოლს შორის, არამედ ხშირად შეიძლება იყოს სათავსო წიგნებისთვისა და სხვა მცირე ზომის დეტალებისთვის.

მისი ცალკე შეძენა ხშირად საკმაოდ ძვირი ჯდება. ამიტომაც, წარმოგიდგენთ რამდენიმე ბიუჯეტურ ვარიანტს საიმისოდ, რომ თქვენი საწოლის ვიზუალური მხარე სრულიად განსხვავებული გახადოთ.

ნახევარი წრე

საწოლის უკანა ფონზე დახატეთ ნათელი ფერის ნახევარწრე, რომელიც საწოლს თავის იმიტაციას შეუქმნის და ინტერიერზე დადებითად იმოქმედებს.

დიდი ზომის ხელოვნების ნიმუში

რას იტყვით ხელოვნების მასიური ნიმუში თქვენი საწოლის უკან, საწოლის თავის ადგილას რომ მოათავსოთ? ეს მშვენიერი გზაა საიმისოდ, რომ თქვენი ოთახი ორიგინალურად გამოიყურებოდეს.

გეომეტრიული ფორმები

სცადეთ მოხატოთ მართკუთხედი საწოლის უკან.  ეს შესანიშნავი გზაა თქვენი საწოლის საზღვრების იმიტაციის შესაქმნელად და სრულიადაც არ იკავებს ადგილს.

დიდი ზომის თეფშები

დიდი ზომის, თიხის ან ლითონის თეფშები იდეალური ვარიანტია თქვენი საწოლის თავის შესაქმნელად. ეს ნამდვილად არატრადიციული გზაა, თუმცა, ამავდროულად – ძალიან ლამაზი.

კედელი გალერეა

თუ კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ამ საძინებელ ოთახში საწოლს ნამდვილად აქვს თავი. თუმცა, ზემოთ შექმნილი გალერიის კედელი საწოლის საზღვრებს უფრო მკაფიოდ უსვამს ხაზს. ამიტომაც, ეს ხერხი იმ შემთხვევაშიც შეიძლება გამოიყენოთ, როცა თქვენს საწოლს თავი არ ექნება.

კარი

რატომაც არ შეიძლება, საწოლის თავად გადაჭრილი კარი გამოვიყენოთ? ეს ხომ მშვენიერი გზაა, ბიუჯეტურად შევქმნათ საწოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი…

სინაზითა და სიმარტივით სავსე სახლი უდაბნოში

ამერიკული სტილი ინტერიერის დიზაინში – რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ