in

საწოლის თავების ორიგინალური არჩევანი

ფოტო: sunainteriordesign.com

სასტუმროში ღამის გატარება ძალიან ხშირ შემთხვევაში ხარისხიან გამოძინებასთან ასოცირდება. შემთხვევითობას ნამდვილად არ წარმოადგენს, რომ კარგი სასტუმროების საწოლები მართლაც მოგიხმობენ ღრმა და მშვიდი ძილისაკენ. 

სასტუმროს ოთახის დაგეგმარებისას, დიზაინერებისთვის ერთერთი მთავარი ამოცანა კომფორტული საწოლის დაკომპლექტებაა. ორთოპედიული მატრასი, ორიგინალური საწოლის თავი და ფუმფულა ბალიშები სწორედ ის სინთეზია, რაც სტუმრის მეხსიერებაში დიდხანს, ან სულაც სამუდამოდ ილექება.

საძინებლის მოწყობისას ფერების, ავეჯის, მათი განლაგების, ფარდებისა და აქსესუარების შერჩევის გარდა, საწოლის თავის შერჩევაზეც სათანადოდ ღირს დაფიქრება. ეს ის დეტალია, რომელიც ან საერთოდ შეიძლება ჩამალოთ ინტერიერში, ან პირიქით, სწორედ ის გახადოთ ოთახის დამახასიათებელი შტრიხი.

გთავაზობთ რამდენიმე მიმართულებას, რაც მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ საწოლის თავის შერჩევის პროცესს:

  • თუ საწოლი ფერადი და თვალშისაცემი გინდათ იყოს, ნაჭრის საწოლის თავი ყველაზე მეტი არჩევანის საშუალებას მოგცემთ. ქსოვილების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, კარგი ხელოსნის დახმარებით, მარტივად შეძლებთ ნებისმიერი ჩანაფიქრის განხორციელებას. საწოლის თავი შეგიძლიათ საინტერესო არა მხოლოდ ფერების თამაშით, არამედ ფორმებით და დანაყოფებითაც მიიღოთ.
  • საძინებლის ინტერიერში თამამი განაცხადის გაკეთების მიზნით, ხშირად, ტყავის საწოლის თავს იყენებენ. მის უპირატესობად მდიდარი და დახვეწილი ვიზუალის გარდა მოვლის სიმარტივეც წარმოადგენს. ერთადერთი შეზღუდვა, რაც ტყავის საწოლის თავის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ ის გახლავთ, რომ ფორმების მხრივ ვარიაცები არც თუ ისე მრავალფეროვანია.
  • თუ საძინებლის მოსაწყობად დიდი ბიუჯეტი არ გაქვთ გამოყოფილი, უგულებელყავით საწოლის თავი და აქცენტი საწოლის კედლის დეკორზე გადაიტანოთ. 2021 წლის ტენდენციებში მკაფიოდ იკვეთება მოხატული კედლები საწოლის უკანერთი ფერი, ფერთა გამა, ბურთები, ყვავილები, კოპლებიარჩევანი ძალიან დიდიასასურველი ფონის მიღებას საინტერესო შპალერის გაკვრითაც მიაღწევთ. საკმაოდ ბევრი სტამბა შპალერის ბეჭდვის მომსახურებასაც გვთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ფოტო ან ნახატი შეგიძლიათ გაიკრათ კედელზე

ფოტო: behance.com

ფოტო: tomasella.it

ფოტო: archiproducts.com

ფოტო: dwell.com

ფოტო: next.co.uk

ფოტო: wayfair.com

ფოტო: bythornam.com

ფოტო: overstock.com

ფოტო: templeandwebster.com

ფოტო: newmor.com

სიმშვიდის სახლი – House of Tranquility

საინტერესო იდეები საკითხავი კუთხის მოსაწყობად