in

სიმშვიდის სახლი – House of Tranquility

Banner M2
Banner M2

არქიტექტურული სტუდია Tal Goldsmith Fish Design Studio ყველა პროექტს ინდივიდუალურად უდგება და კონცეფციის შექმნისას განსაკუთრებით აქცევს ყურადღებას დამკვეთის ხასიათს. ამ სახლში, რომელიც ისრაელში მდებარეობს, არქიტექტორების ინსპირაცია დამკვეთების მშვიდი და სასიამოვნო აურა იყო, რომელიც სივრცეშიც გადმოიტანეს. პროექტში გამოყენებულია ღია ფერები, ნატურალური მასალა და განმეორებადი გეომეტრიული ფორმები, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა ჭარბ ბუნებრივ განათებასთან.

მთელი სახლის იატაკისთვის შეარჩიეს გამომშრალი მუხის პარკეტი, კიბეებისა და მოაჯირებისთვის გამოყენებულია ალუმინის თეთრად შეღებილი ფურცლები. გამყოფ ტიხრებად შექმნეს 6 მეტრიანი ხის თაროს მსგავსი შირმა, რომელიც იმეორებს კვადრატულ ფორმებს. ფანჯრის ჩარჩოსთვისაც, რომელიც სქელი კედლების გამო საკმაოდ მასიურია, გამოყენებულია იგივე ხის მასალა.  კვადრატული ამოჭრები სახლის დიზაინის სხვა დეტალებშიც აქტიურად გვხვდება.

არქიტექტორებმა განახორციელეს ჩანაფიქრი და სახლის ფოტოების დათვალიერებაც კი სიმშვიდის განცდას გვიტოვებს, ნატურალური მასალები კი სიჯანსაღის განცდას.

წყარო: Archdaily

სახლის სახურავზე გაშენებული ბაღი

საწოლის თავების ორიგინალური არჩევანი