in

სახლის სახურავზე გაშენებული ბაღი

Alliance Group
Alliance Group

ვიეტნამში მდებარე ეს სახლი ცნობილია სახურავზე არსებული ბაღით, რომელიც მას სხვა დანარჩენი სახლებისგან გამოარჩევს.

სახლის მფლობელის სურვილი იყო, რომ მას ჰქონოდა მშვიდი და გამწვანებული საცხოვრებელი, მას ასევე სურდა მაქსიმალურად გაემდიდრებინა სივრცე სინათლით და ჰქონოდა გარე სამყაროსგან იზოლირებული, პირადი გარემო. პროექტის ჯგუფმა გადაწყვიტა სახლი ორ ნაწილად გაეყო, რომლის წინა მხარე იქნებოდა შემოსასვლელი, ხოლო  შიდა მხარე პირადი საცხოვრებლი. სახლის შიგნით სხვადასხვა სიმაღლის დონეებია გაკეთებული, რომელზეც სხვადასხვა დანიშნულების ოთახებია განთავსებული.

რადგან სახლსა და საზოგადოებრივ პარკს შორის დიდი მანძლია, დიზაინერებს გადაწყვიტეს სახლში “ტერასებიანი პარკის” გაშენება. ოჯახის წევრებს შეუძლიათ სახლში დარჩნენ, დილით ივარჯიშონ ან ხის ჩრდილის ქვეშ დაისვენონ.

იმის გამი, რომ სახურავზე უამრავი თავისუფალი ადგილი რჩებოდა, მათ მცირე ზომის ბოტანიკურ ბაღიც გააშენეს, სადაც ბოსტნეული და მცენარეები იზრდება.

წითელ აგურში შესრულებული  შიდა აივნები ძალიან გვანან მცენარეების ქოთნებს. ამის გამო სახლი სავსეა გამწვანებით, რაც ოჯახისთვის მშვიდ და სასიამოვნო გარემოს ქმნის.

ჭაღების გამორჩეული დიზაინი

სიმშვიდის სახლი – House of Tranquility